ზოიძე, ბესარიონკინწურაშვილი, ნანანანაკინწურაშვილი2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/1001წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ლიზინგის მომწესრიგებელი ნორმების და მისი გამოყენების სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვის საფუძველზე, პრაქტიკულ სირთულეთა გაანალიზების გზით, ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ლიზინგი სამოქალაქო კოდექსისთვის ერთ-ერთი ნოვაციური ინსტიტუტია, რომელიც ევროპულ სამართალში საერთო სამართლიდან შემოვიდა და ქართულ სამართალშიც დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნული ნაშრომი იძლევა შესაძლებლობას, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია ლიზინგის არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული სინამდვილის შესახებ. საკვლევ თემაში განხორციელდება უპირატესად ქართული და საერთაშორისო ნორმების,პრაქტიკის გაანალიზება, რაც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის ლიზინგთან დაკავშირებით როგორც სასამართლო პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებთან, ასევე ზოგადად ლიზინგის ქართულ საკანონმდებლო მოწესრიგებასთან დაკავშირებით. მისი გაცნობით მკითხველი მიიღებს ინფორმაციას ყველა იმ შესაძლო დაბრკოლებებზე, რომელიც დაკავშირებულია ქართულ სამართალში ლიზინგის პრაქტიკულ გამოყენებასთან. საკვლევი თემის აქტუალურობა განპირობებულია მისი პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ლიზინგთან დაკავშირებული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ხარვეზების გამოვლენა, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა, რაც თავად ამ ინსტიტუტის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისთვის სულ უფროდაუფრო აქტუალურია დაფინანსების ისეთი ალტერნატიული გზის გამოყენება, როგორიცაა ლიზინგი. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ უფრო ხშირი იქნება ლიზინგთან დაკავშირებით სასამართლოსადმი მიმართვიანობა და სასამართლო დავები. ვინაიდან, ლიზინგის მიმართულებით ქართული სასამართლო პრაქტიკა მწირია და მხოლოდ ახლა იძენს აქტუალურობას, ხშირად ფიქსირდება პრაქტიკაში არაერთგვაროვანი მიდგომა ლიზინგთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომაც ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკის გაანალიზება, ხარვეზების გამოვლენა. ასევე არც თუ ისე მდიდარია ლიზინგთან დაკავშირებული ქართული სამეცნიერო ლიტერატურა, რაც ამ თემას აქტუალობას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს.kaლიზინგიქირავნობისა და იჯარის ურთიერთმიმართებასახელწიფო ბაჟილიზინგის მომწესრიგებელი ნორმები და მათი გამოყენების სასამართლო პრაქტიკაmaster thesis