კერესელიძე, მაიაDekanadze, SopikoSopikoDekanadzeდეკანაძე, სოფიკოსოფიკოდეკანაძე2019-11-142019-11-142019https://openscience.ge/handle/1/514ადრეული ქორწინებების პრობლემის გადაჭრა კვლავ გამოწვევად რჩება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეშიც კი, ირღვევა ბავშვთა ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა: განათლების მიღება, არჩევანის თავისუფლება, განვითარების უფლება და ა.შ. ადრეული ქორწინება არის ძალადობის ფორმა, როდესაც თავად არასრულწლოვანი შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებს, რასაც ქორწინებაზე თანხმობას მოჰყვება. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში მიხედვით მას შემდეგ რაც საქართველოში აიკრძალა 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია, შემცირდა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა კვლავ მაღალია არასრულწლოვანი მშობლობის რაოდენობა და პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების, ქორწინების იძულების, ნიშნობის და მოტაცების ფაქტები. ადრეულ ასაკში დაქორწინებული მოზარდის ჯანმრთელობა და სოციალური რისკები ძალზე მაღალია. ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონები სრულად არ არიან მომწიფებულნი სქესობრივი ცხოვრების, დედობის, აბორტისა და მოსალოდნელი ქალური დაავადებებისთვის, მათი ფიზიკური განვითარება ჯერ კიდევ მოზარდობის სტადიაშია. მოზარდობის ასაკში მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა გოგონას ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ზრდის გართულებების წარმოშობის ალბათობას.kaადრეული ქორწინებამოზარდის ჯანმრთელობასოციალური რისკებიEarly marriage in Georgia and its impact on healthსაქართველოში ადრეული ქორწინების მდგომარეობა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზეmaster thesis