ბოჭორიშვილი, ნინონინიძე, შალვაშალვანინიძე2020-06-102020-06-102020https://openscience.ge/handle/1/1889The present thesis work describes essence of trafficking, cause of occurrence and obtained results. At the same time all problematic issues concerning human trafficking and attitude thereto are extensively researched, both in accordance with national legislation and international law. In the present thesis theme we tried to consider anti-trafficking measures existing in Georgia as much as possible, preventive measures and actions to move forward, as well as developed mechanisms for protecting a victim, stipulated by domestic and foreign legislation. Seeking effective solutions for fighting against trafficking and safety protection of victims, which unintentionally became a part of such heinous crime, is the most important. In case of changing attitude toward the issue and developing progressively, certainly the obtained results should be much better. Trafficking victim should be familiar that legislation considers her/him not as an offender but as a victim, and due to this fact he/she is not forced to endure physical or moral violence. Legislation provides him/her with the opportunity to be rescued from slavery and to become a fully productive member of society. National and International legislation takes effective actions, thereby this fact should create precondition for reducing significantly of such heinous crime if not eliminating completely, step by step in the further. Taking into consideration above-mentioned, trafficking and all related issues shall be considered in chapters and sub-chapters specified below. Thesis work contains a content, introduction, principal theme, conclusion and list of sources used.წინამდებარე სადიპლომო ნაშრომში განხილულია ტრეფიკინგის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები და მიღებული შედეგები. ამავე დროს, სიღრმისეულად არის ნაჩვენები ადამიანით ვაჭრობის პრობლემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და მისდამი დამოკიდებულება როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით. მოცემულ თემაში შეძლებისდაგვარად ვუღრმავდებით არსებულ შესაძლებლობებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესახებ საქართველოში, ამასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებსა თუ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე მსხვერპლთა დაცვისათვის შემუშავებულ მექანიზმებს, რომლებიც ეროვნული თუ უცხო ქვეყნების შიდა კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ტრეფიკინგთან ეფექტური ბრძოლის გზების ძიება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, იმ მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც უნებლიეთ იქცნენ ამ საშინელი დანაშაულის მთავარ ნაწილად. როდესაც იცვლება საკითხის მიმართ მიდგომა და ის პროგრესულად ვითარდება, რასაკვირველია, შედეგებიც უკეთესია. ტრეფიკინგის მსხვერპლმა უნდა იცოდეს, რომ კანონი მას არ მიიჩნევს დამნაშავედ და მისთვის ის მხოლოდ მსხვერპლია, რაც არ აიძულებს ამ უკანასკნელს, მდუმარედ აიტანოს მორალური თუ ფიზიკური ძალადობა. კანონი აძლევს მას შესაძლებლობას, დაიხსნას თავი მონობისგან და გახდეს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. მსოფლიო თუ ეროვნული კანონმდებლობა ამ მხრივ საკმაოდ ეფექტურ ნაბიჯებს ახორციელებს, რაც, თანდათან, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, უნდა გახდეს ამ საზარელი დანაშაულის სრული აღმოფხვრის თუ არა, საგრძნობლად შემცირების წინაპირობა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სწორედ ტრეფიკინგსა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს შევეხებით ქვემოთ მოცემულ თავებსა და ქვეთავებში. ნაშრომი მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად თემას, დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.kaტრეფიკინგისაერთაშორისო კანონმდებლობაეროვნული კანონმდებლობატრეფიკინგი საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მიხედვითmaster thesis