მეძმარიაშვილი, ელენეMedzmariashvili, Eleneდონაძე, ნინონინოდონაძეDonadze, NinoNinoDonadze2026-05-082026-05-082025https://openscience.ge/handle/1/8711სადოქტორო კვლევის ობიექტს წარმოადგენს ისტორიის სწავლების როლი ისეთი ღირებულებების დამკვიდრებაში, როგორიც არის პატრიოტიზმი, ტოლერანტობა და თანასწორობა. კვლევის მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმის შესწავლა, თუ როგორ მკვიდრდება დემოკრატიული ღირებულებები - თანასწორობა, რელიგიური ტოლერანტობა და პატრიოტიზმი ისტორიის სწავლების გზით შეერთებულ შტატებსა და საქართველოში; სწავლების რა მეთოდებს იყენებენ ორივე ქვეყანაში, რა სახის აქტივობებია მოცემული ამ მიზნით ისტორიის სახელმძღვანელოებში, ხოლო ყოველივე ამის შესწავლის საფუძველზე, ამერიკული გამოცდილების გაზიარება. კვლევის საკვანძო კითხვებია: ჩვენთვის საინტერესო ღირებულებების სწავლებისას, რა ტიპის შინაარსი, მეთოდები გამოიყენება ორივე ქვეყანაში? რა სახის დავალებებია ისტორიის სახელმძღვანელოებში? როგორ არის შესაძლებელი, ყოველივე ამის საფუძველზე ამერიკული გამოცდილების გაზიარება? კვლევა ძირითადად ეფუძნება პირველად წყაროებს, როგორებიცაა სხვადასხვა შტატის და საქართველოს სოციალური მეცნიერებების სასწავლო გეგმები, ისტორიის ამერიკული და ქართული სახელმძღვანელოები, ამერიკელი ისტორიკოსების ინტერვიუები, სტატისტიკური მონაცემები დისკრიმინიაციის შემთხვევბის შესახებ. რაც შეეხება მეორეულ წყაროებს, კვლევისთვის გამოყენებულია წიგნები, ამერიკელი ისტორიკოსების სამეცნიერო სტატიები და სხვ. ნაშრომში განხილულია ღირებულებების დამკვიდრების საკითხი კოლონიურ ამერიკაში და შედარებულია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდთან, თუ რა იყო განათლების მიზანი და რომელი ღირებულებების დამკვიდრებას მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად მამა-დამაარსებლები. ასევე, გაანალიზებულია პროგრესული განათლების გავლენა ისტორიის სწავლებაზე და მისი მიზანი - ამერიკანიზაცია. გარდა ამისა, კვლევა მოიცავს ღირებულებების დამკვიდრების საკითხს ცივი ომის დროს და თანამედროვე შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება საქართველოს, ეს საკითხი განხილულია პირველი რესპუბლიკის პერიოდამდე და დამოუკიდებლობის წლებში. კვლევა ასევე მოიცავს საბჭოთა პერიოდს, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. კვლევის შედეგად გამოტანილია შემდეგი დასკვნები: 1. ისტორიის სწავლება მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თამაშობს ღირებულებათა დამკვიდრებაში შეერთებულ შტატებში, თუმცა დღესდღეობით ზოგიერთი შტატის სოციალური მეცნიერებების სასწავლო გეგმა გადახედვას საჭიროებს, რათა უფრო მეტად იყოს ორიენტირებული, მაგალითად, თანასწორობის დამკვიდრებაზე. 2. ამერიკული სახელმძღვანელოებში უფრო მეტად უნდა იყოს წარმოჩენილი მულტიკულტურალიზმი იმისთვის, რათა გამარტივდეს ღირებულებების დანერგვა. თუმცა, სახელმძღვანელოებში მოცემული სწავლების მეთოდები და დავალებები მრავალფეროვანია. 3. საქართველოში სოციალური მეცნიერებების სასწავლო გეგმა და ზოგიერთი სახელმძღვანელო საჭიროებს გადახედვას, რათა გამრავალფეროვნდეს დავალებები. უმჯობესი იქნება, თუ დავალებები დახარისხდება და ექნება მოკლე აღწერა, რომელი უნარის განვითარებას ისახავს მიზნად, როგორც ამერიკულ სახელმძღვანელოებშია მოცემული. 4. განათლების პროცესი არის კომპლექსური და ღირებულებათა გადაცემაში მხოლოდ ისტორიის სწავლება შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია მასწავლებლების სათანადო მომზადება.This dissertation explores the role of history education in fostering democratic values such as patriotism, tolerance, and equality. The central aim of the study is to examine how these values—equality, religious tolerance, and patriotism—are instilled through history teaching in the United States and Georgia. The research investigates the methods used in both countries, the types of activities presented in history textbooks to support building values and based on this analysis, the research aims to share American experience. There are key research questions: while building the values that we are interested in what types of content and methods are used in both countries? What kinds of assignments are included in history textbooks? Based on all of this, how can the American experience be shared? The research is principally based on primary sources, including social studies curricula from different American states and Georgia; American and Georgian history textbooks; interviews of American historians; and statistical data on incidents of discrimination. Secondary sources include scholarly articles, books, and other academic publications by American historians. The research analyzes the establishment of values in colonial America and compares them with the post-independence period, focusing on the educational goals and the values emphasized by the Founding Fathers. It further examines the influence of progressive education on history teaching, especially the goal of Americanization, and addresses the role of history education in building values during the Cold War and in the contemporary United States. In the Georgian context, the research discusses the period before the First Republic, the Soviet era, and the years following the restoration of independence in 1991. Key findings include: 1. History education has played—and continues to play—a crucial role in shaping civic values in the United States; however, some state curricula should be revised to place greater emphasis on equality. 2. American textbooks should more fully incorporate multicultural perspectives to better facilitate building values, though they already present diverse teaching strategies and tasks. 3. In Georgia, the social studies curriculum and some textbooks need revision to diversify learning activities. It would be beneficial to categorize assignments and indicate the specific skills they aim to develop, as is common in American textbooks. 4. The educational process is complex, and history education alone may not be sufficient for transmitting democratic values. Therefore, proper teacher preparation is essential.kaდემოკრატიული ღირებულებებიღირებულებების დამკვიდრებაამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოღირებულებების დამკვიდრება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ისტორიის სწავლების გზით: შედარებითი ანალიზიdoctoral thesis