ლომია, მაიამარგიანი, ქეთევანLomia, MaiaMargiani, Ketevanჯღარკავა, გიორგიგიორგიჯღარკავაJgarkava, GiorgiGiorgiJgarkava2025-03-152025-03-152024https://openscience.ge/handle/1/8264ანდაზა განსაკუთრებული ენობრივ-კულტურული და მენტალური ფენომენია. ანდაზის კვლევა მნიშვნელოვანი და აქტუალურია არა მხოლოდ ენათმეცნიერული თვალსაზრისით, არამედ სხვა დისციპლინათა პერსპექტივიდანაც; მათ შორის წამყვანი ადგილი ლინგვისტურ ანალიზს უჭირავს, რადგან ენაშია გაცხადებული ერის ყოფა-ცხოვრების, ისტორიისა და კულტურის სპეციფიკური ნიშნები. ანდაზა უძველესი კოდური ინფორმაციის შემცველია. იგი ხალხური ზეპირსიტყვიერების ისეთი ჟანრია, რომელიც დღესაც ზეპირმეტყველებაში გვეძლევა. ანდაზაში კონცენტრი-რებულია საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, სიბრძნე, მაღალზნეობრივი და აღმზრდელობითი დარიგებები. ანდაზებისთვის დამახასიათებელი უნივერსალური მორალი და შეგონება ხშირად კულტურულ-სპეციფიკური ნიშნითაც არის შეფერილი, რაც იძლევა საშუალებას ერთმანეთს შეერწყას ანდაზისთვის ბუნებრივი იზომორფიზმი და ალომორფიზმი, ვარიანტულობა და ინვარიანტულობა. ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ქართველურ ენათა ანდაზებისა და მათში ასახული კულტურულ-მენტალური ფენომენების შედარება-შეპირისპირებითი ანალიზი და საერთოქართველური ანდაზური ფონდის კომპლექსური კვლევა. სადისერტაციო ნაშრომის მიზანია ქართველურ ენათა ანდაზების მიხედვით იმ ენობრივ-გამომსახველობითი ინვენტარის წარმოჩენა, რომელთა საშუალებით ანდაზა წარმოგვიდგება მოქნილი და ტევადი შინაარსის, განზოგადებული სიბრძნის, სპეციფიკური ინტონაციით წარმოსათქმელ ფრაზად. მიზნის მისაღწევად გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანები მიემართება ქართველურ ენათა ანდაზების სტრუქტურის, სემანტიკისა და ლექსიკურ თავისებურებათა წარმოჩენას; დასახული მიზნისა და ამოცანების განხორციელება გამოკვეთს საერთოქართველურ ტიპოლოგიას და საკუთრივ კონკრეტული არეალისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ენობრივ თავისებურებებს. ანდაზის მორფოსინტაქსური, ლინგვოკულტუროლოგიური და ლექსიკურ-სემანტიკური ასპექტების წარმოჩენა ნაშრომის სიახლესაც განსაზღვრავს, რაც ქართველურ ენათა ანდაზური ფონდის სისტემური კვლევითა და ემპირიული მასალის ანალიზისას ტრადიციული თეორიული ცოდნის ახლებური გააზრებით გამოიხატება. წინამდებარე სადისერტაციო ნაშრომში საანალიზო მასალა ქართველურ ენათა ანდაზების ბეჭდური გამოცემები და კორპუსული მონაცემებია; გარდა ამისა, გამოყენებულია საარქივო და სხვადასხვა დროს ველზე მუშაობისას მოპოვებული მასალები. საველე მასალა ძირითადად წარმოდგენილია ანდაზათა ვარიაციებითა და მთქმელებთან დაზუსტებული კონკრეტული ანდაზების შინაარსობრივი მონაცემებით. ნაშრომი შედგება ოთხი ძირითადი თავისა და შესაბამისი ქვეთავებისგან. მას ახლავს ბიბლიოგრაფიის ვრცელი ნუსხა და დანართი ნაწილი, რომელშიც ქართველურ ენათა ანდაზები იდეურ-სემანტიკური ერთიანობის პრინციპითაა დაჯგუფე-ბული. საკვლევი საკითხებისა და განსახილველი მასალის სპეციფიკურობის გათვალისწინებით განისაზღვრა ნაშრომის მეთოდოლოგიური ჩარჩო; კერძოდ, გამოვიყენეთ დესკრიფციული, სტატისტიკური, ისტორიულ-შედარებითი, კონტრასტული ანალიზის, სუბსტიტუციის (ჩანაცვლების), პერმუტაციის (გადანაცვლების), სინტაქსური ტრანსფორმაციის, ველზე მუშაობის, ელიციტაციის (მიზნობრივი გამოკითხვა//ჩაკითხვა//დაზუსტება), კორპუსზე დამყარებული და კორპუსით განპირობებული კვლევის მეთოდები. მათი საშუალებით არსებული თვალსაზრისები გადამოწმდა და გამოიკვეთა ახალი შეხედულებები და კვლევის პერსპექტივები. რაც შეეხება კვლევის შედეგების სამეცნიერო ღირებულებას და პოტენციურ პრაქტიკულ მნიშვნელობას, უპირველესად, ანდაზის ინტერდისციპლინურობიდან გამომდინარე, წინამდებარე კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი და საინტერესოა როგორც საკუთრივ ქართველოლოგთათვის, განსაკუთრებით – ენათმეცნიერებისთვის, ისე მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის; შესაბამისად, ამგვარი კვლევის შედეგებს აქვთ ზოგადთეორიული მნიშვნელობა ტიპოლოგიური კვლევებისთვისაც. კვლევის შედეგების ღირებულებას მნიშვნელოვანწილად ზრდის ისიც, რომ ნაშრომში გაანალიზებულია საფრთხეში მყოფი არასალიტერატურო ქართველური ენების მონაცემები; ამასთან, გათვალისწინებულია ველზე მუშაობისას მოპოვებული მასალები და საარქივო დოკუმენტები. სადისერტაციო ნაშრომში წარმოდგენილი თეორიული და პრაქტიკული ღირებულების შედეგები საყურადღებოა კვლევის პერსპექტივის თვალსაზრისითაც; კერძოდ, სამომავლოდ გადაუდებელი საქმეა ანდაზების ინტერპრეტაციის, კონცეპტების მიხედვით მათი კვალიფიკაცია-კლასიფიკაციის, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და პოლიტიკურ დისკურსში ანდაზის ფუნქციური როლის ფართოდ განხილვის საკითხები; ასევე, განვითარების სამომავლო ხედვა შეფასებულია კორპუსლინგვისტიკის პერსპექტივიდანაც: ქართველურ ენათა ანდაზური ფონდი სათანადო დამუშავების შემდეგ შესაძლებელია იქცეს ქართველურ ენათა ანდაზების ერთიან ელექტრონულ ბაზად. ყოველივე ზემოთქმული ზრდის ნაშრომის მეცნიერულ ღირებულებასა და კვლევის შედეგების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას.Proverbs constitute a unique linguistic, cultural, and cognitive phenomenon. The study of proverbs holds significance not only linguistically but also across various disciplines. Linguistic analysis, in particular, takes precedence as it unveils the specific characteristics of a nation's life, history, and culture embedded within its language. Proverbs encapsulate ancient encoded knowledge, representing a genre of folk oral traditions perpetuated through contemporary oral discourse. Within them, one finds a concentration of experience, wisdom, moral teachings, and educational insights. The universal moral principles and admonitions inherent in proverbs are often imbued with national characteristics, allowing for a blend of isomorphism and allomorphism, variability, and invariance, natural to this form of expression. Given these nuances, the research into Kartvelian proverbs and the complex comparative analysis of the cultural and cognitive phenomena they reflect assume paramount importance. The aim of this thesis is to present a linguistic-expressive inventory presented in Kartvelian proverbs. This inventory lets the proverbs to be portrayed as phrases characterized by flexible and expansive content, encapsulating generalized wisdom and distinctive intonation. To achieve this goal, specific tasks have been outlined aimed at elucidating the structure, semantics, and lexical peculiarities of Kartvelian proverbs. Accomplishing these tasks will outline the general typology of common Kartvelian proverbs and delineate specific linguistic features unique to this domain. Its comprehensive presentation of morphosyntactic, linguo-cultural, and lexical-semantic aspects of proverbs is another determinant of the novelty of this work, offering fresh insights into traditional theoretical frameworks and empirical analyses. The material analyzed in this thesis comprises printed editions of Kartvelian proverbs, corpus data, as well as archival and field materials obtained at different times. Field materials predominantly consist of proverb variations and contextual data gathered from speakers and confirmed by them. The thesis is structured into four main chapters, each accompanied by corresponding sub-chapters, an extensive bibliography, and an appendix grouping Kartvelian proverbs based on thematic-semantic unity. The methodological framework of this work was crafted with careful consideration of the research issues and the specificity of the material under discussion. It incorporates descriptive, statistical, historical-comparative, and contrastive analyses, along with techniques such as substitution, permutation, syntactic transformation, fieldwork, elicitation, and corpus-based and corpus-driven research methods. Through these methodologies, existing perspectives have been validated, and novel insights and research directions have emerged. As for the scientific value and potential practical value of the research results, first of all, due to the interdisciplinarity of the proverb, the results of the present research are important and interesting both for Kartvelologists, especially for linguists, and for specialists in related fields; Consequently, the results of such research have a general theoretical significance for typological studies as well. The value of the research results is significantly increased by the fact that the data of non-literary Kartvelian languages in danger are analyzed in the paper; In addition, materials and archival documents obtained during field work are taken into account. The results of the theoretical and practical values presented in the thesis are noteworthy in terms of the avenues for future research; In particular, in the future, the issues of interpretation of proverbs, their qualification-classification in terms of concepts, broad discussion of the functional role of proverbs in literary works and political discourse are urgent; Also, the future vision of the development is evaluated from the perspective of corpus linguistics: the proverbial fund of Kartvelian languages can become a single electronic database of proverbs of Kartvelian languages after proper processing. All of the above increases the scientific value of the work and the prospect of practical application of research results.enქართველურ ენათა ანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზიdoctoral thesishttps://doi.org/10.48616/openscience-547