ლილუაშვილი, გიაბახტაძე, გოგიტაგოგიტაბახტაძე2022-02-052022-02-052021https://openscience.ge/handle/1/2878სამაგისტრო ნაშრომის თემას წარმოადგენს „დერივაციული სარჩელის გერმანულ-ამერიკული მოდელი და მისი მიმართება ქართულ სამართალთან“. დერივაციული სარჩელის და მისი თავისებურებების შესწავლა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი სამეწარმეო სამართლის ნაწილია, იმ სამართლის, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საკითხის აქტუალობა გამომდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდანაც. საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის უცხოელ ინვესტორთა საკმარისი რაოდენობა. ინვესტიციების განხორციელებისაგან თავის შეკავების ერთ- ერთ მთავარ მიზეზად კი არასტაბილური სამართლებრივი გარემო მიმაჩნია, რომელიც ხელს უშლის გრძელვადიანი ბიზნეს პროგნოზებისა და გეგმების დასახვას. დირექტორის მიერ კეთილსინდისიერების, ერთგულებისა და გულისხმიერების მოვალეობის შესაძლო დარღვევისთვის კომპანიები საკუთარი დირექტორების წინააღმდეგ ხშირად მიმართავენ სასამართლოს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი არ განსაზღვრავს შემთხვევას, კონკრეტულად ვინ შეიძლება, რომ ასეთი სარჩელი წარადგინოს - დირექტორატის წევრმა, სამეთვალყურეო საბჭომ, ცალკეულმა პარტნიორმა ან პარტნიორებმა. სარჩელი, რითაც კომპანია დირექტორის წინააღმდეგ აწარმოებს სასამართლო დავას ხშირად მოიხსენიება, როგორც დერივაციული სარჩელი, რომლის წარმოქმნა შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობოს. სწორედ ამიტომ, დერივაციული სარჩელის მიმოხილვისას, როგორც აქციონერთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, აუიცილებელია პროცესუალური საკითხების განხილვაც. თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო რეგულირებისა, საპროცესო ნორმები, იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა ზოგ შემთხვევაში განსხვავებული და პრობლემატურია, არ იძლევა ერთგვაროვანი განმარტების შესაძლებლობას და საჭიროა საკანონმდებლო ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის შეჯერების საფუძველზე მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება, რაშიც დიდ როლს თამაშობს გერმანული სამართლის პრაქტიკა და მიდგომები. სწორედ აღნიშნული საფუძვლით, წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია დერივაციული სარჩელის თავისებურებების განხილვა ქართული და გერმანულ-ამერიკული მოდელის ფარგლებში, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, კერძოდ, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების ანალიზი, აკადემიური კომენტარების, სტატიების/ნაშრომების, კვლევების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების განხილვა, ასევე საერთო სასამართლოებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი განსახილველ საკითხთან მიმართებით.kaქართული სამართალიდერივაციული სარჩელისასამართლო პრაქტიკაგერმანულ-ამერიკული მოდელიდერივაციული სარჩელის გერმანულ-ამერიკული მოდელი და მისი მიმართება ქართულ სამართალთანmaster thesis