ბარნოვი, მიხეილBarnovi, Mikheilგელიაშვილი, სოფიკოსოფიკოგელიაშვილიGeliashvili, SophikoSophikoGeliashvili2025-03-142025-03-142024https://openscience.ge/handle/1/8212სადისერტაციო ნაშრომი შეისწავლის პერსონაჟთა სახეების სიმბოლურ და ასოციაციურ მრავალნიშნადობას ამერიკელი მოდერნისტი მწერლის, ჯუნა ბარნსის პროზასა და დრამატურგიაში. ბარნსის ოთხისაკვანძონაწარმოების - „რაიდერი“, „ქალთა ალმანახი“, „ღამის ტყე“ და „ანტიფონი“ - პერსონაჟები, განასახიერებენ სხვადასხვა ისტორიულ, არქეტიპულ-მითოლოგიურ თუ ლიტერატურულ ფიგურას ანტიკური ხანიდან თანამედროვეობამდე. პერსონაჟთა მრავალნიშნადობით, ენობრივი ბარიერების შექმნით და დროისმიერი ლიმინალური სივრცის უარყოფით, ავტორი უაღრესად სპეციფიკურ მოდერნისტულ ქრონოტოპს ქმნის. ჯუნა ბარნსი, თავის პირველ რომანში, „რაიდერი“,ოჯახური ურთიერთობების პარადოქსულ მოდელს წარმოსახავს. რაიდერების ოჯახის ისტორია ერთგვარი პროლოგია როგორც ავტორის მთელი შემოქმედებისთვის, ისე მის მომდევნო ტექსტებში ნაჩვენები პერსონაჟებისთვის. რომანის ცენტრალური გმირი გვთავაზობს ახალი ადამის მოდენისტულ ინტერპრეტაციას. პოლიგამიური ურთიერთობების მომხრე და ტრანსცენდენტალური ფილოსოფიით გატაცებული ვენდელ რაიდერი შვილების, ცოლისა და საყვარლისათვის მხოლოდ პერვერსიული ურთიერთკავშირის წყაროა. ვენდელის დედას, სოფია გრივ რაიდერს, ავტორი ღვთისმშობლის ამპლუაში გვიხატავს, რაც პერსონაჟის მიზნისა და დანიშნულების პაროდირების გამორჩეული მაგალითია. ბარნსის შემოქმედების საკულტო პერსონაჟს, ჰერმაფროდიტი ტირესიასის მოდერნისტულ განსხეულებას, მეთიუ ო’კონორს, პირველად „რაიდერში“ ვხვდებით. ამერიკაში მცხოვრები ექიმი ო’კონორი პრეისტორიული მეხსიერების მქონე გმირია, რომელიც ვენდელის შვილებს დაბადებაში ეხმარება, ქალებს კი ტკივილს უმსუბუქებს. ჯუნა ბარნსის ყველაზე ექსპერიმენტული ნაწარმოები, „ქალთა ალმანახი“, ტრადიციული ალმანახის პაროდირების საფუძველზე შექმნილი ტექსტია. იგი აერთიანებს ნატალი კლიფორდ ბარნის სალონში, „ქალთა აკადემიაში“, მიმდინარე შეხვედრების აღწერებს, ლექსებს, სიმღერებსა და ავტორის მიერ შესრულებულ ჩანახატებს. ნატალი ბარნის ლიტერატურულისახე ჰერმაფროდიტი ევანჯელინ მიუსეა, რომელსაც ავტორი ადგილს მიუჩენს ჰეტეროსექსუალთა სიყვარულის მფარველი ქალღმერთის, ვენერას ქანდაკების გვერდით, რაც არსებული სიტუაციის მიმართ მის ირონიულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ქალთა შეკრებები ახალი იდეოლოგიის აღმოცენების საფუძველია. აწმყოსა და წარსულზე კონცენტრირებული, არქაული ლექსიკით მოსაუბრე პერსონაჟები ავტორის თანამედროვეთა მხატვრულ სახეებს განასახიერებენ. ავტორის ყველაზე ცნობილი რომანის, „ღამის ტყის“, პერსონაჟები არქეტიპულ მეტამორფოზათა და არაცნობიერის ტყვეობაში იმყოფებიან.ნაწარმოების წინასიტყვაობაში ტ.ს. ელიოტი, ხაზს უსვამს ტექსტის პოეტურობას და მის წაკითხვას პოეზიაში უკეთ გაწაფულ მკითხველს ანდობს. „ღამის ტყეში“ მეორედ ვხვდებით მეთიუ ო’კონორს, რომელიც პარიზში გადმოსახლებული არალიცენზირებული ექიმის როლს ირგებს. ღამეული საუბრებითა და წინასწარმეტყველური ტონით,ექიმს სააშკარაოზე გამოაქვს როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა მარადიული ტანჯვის არსი. რომანის ყველა სხვა ცენტრალური თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ბავშვის, ცხოველის და ქალღმერთის არქეტიპულ განსხეულებებად წარმოგვიდგებიან, რომელთა ფანტასმაგორიული არსებობა ზედროულობის ეფექტის შექმნას ემსახურება. ბარნსის უკანასკნელი ნამუშევარი, სამმოქმედებიანი ტრაგედია „ანტიფონი“, მისი შემოქმედების შეჯამება და წინარე ტექსტების დასკვნითი აკორდია. პიესაში ვხვდებით როგორც „რაიდერის“, ისე „ღამის ტყის“ პერსონაჟებს, თუმცა სხვადასხვა სახელებითა და გამოცდილებით. ტრაგედიაში ნაჩვენებია ჰამლეტის გმირის მოდენისტული ტრანსფორმაცია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რენესანსულ იდეალებთან; პროსპეროსა და მირანდას მეტამორფოზა, რაც ფაბულის საკვანძო მოვლენად აღიქმება; დედის ხატის რღვევა, რაც ერთ პერსონაჟში დემეტრასა და იოკასტეს ვარიაციას გულისხმობს; და ტრავმული გამოცდილების საფუძველზე სადისტებად ქცეული ძმები, რომლებიც საბავშვო ლექსებისა თუ სიმღერების ფონზე იკმაყოფილებენ საკუთარ სურვილებს.The thesis aims to discuss symbolic and associative suggestiveness of characters in the prose and drama of the American modernist writer Djuna Barnes.The four main works of Barnes: Ryder, Ladies Almanack, Nightwood, and The Antiphon embodyarchetypal/mythical and/or literary figuresfrom ancient times to the present. With the suggestiveness of characters, the language barriers, and the rejection of the temporal liminal space, the authorshapes uniquely modernistic chronotopic configurations. Djuna Barnes, in her first novel, Ryder, presents a paradoxical model of family structure. The story of the Ryder family is a kind of prequel to both the author's later works and their characters. The novel's main character offers a modernist interpretation of the New Adam.Wendell Ryder, engaged in polygamous relationships and obsessed with transcendental philosophy, is only a source of perverse relationships for his children, wife, and lover. Wendell's mother, Sophia Grieve Ryder, isjuxtaposed with Virgin Mary for contrasting/parody effect.Matthew O'Connor is an iconic character in Barnes' work. He is a modernist incarnation of hermaphrodite Tiresias, first introduced to the reader in Ryder. Dr. O'Connor who lives in America is a hero with a prehistoric memory. He helps Wendell's children to be born and relieves the pain of the women. Djuna Barnes' most experimental work, Ladies Almanack, is a parody of the traditional almanac. It provides descriptions of the meetings held in Natalie Clifford Barney's salon "Women's Academy" (L'Académie des Femmes). The text also includes poems, songs, and sketches composed by the author.Natalie Barney's fictional image is the hermaphrodite Evangeline Musset. Barnes places her next to the statue of Venus, the patroness of heterosexual love, which reveals her ironic intention. Gatherings of women with non-traditional sexual orientations give rise to a new ideology. Characters who use archaic vocabulary and focus only on the present and the past situation are fictional embodiments of the author's contemporaries. The characters of Djuna Barnes’ most famous novel, Nightwood, being in captivity oftheir unconscious,arepersonifications of archetypal metamorphoses.T.S. Eliot in his preface to the novel emphasizes the poetic nature of the text and entrusts its reading to readers better practiced in poetry. In Nightwood we meet Matthew O'Connor for the second time, this time in the role of an unlicensed doctor living in the 1920s Paris. With nocturnal conversations and a prophetic tone, the doctor reveals the essence of eternal suffering, his own and that of other characters’. All other central or secondary characters of the novel are archetypal personifications of the child, animal, and goddess, whose phantasmagoric existence serves to create the effect of timelessness. Barnes' rearmost work, the three-act tragedy The Antiphon, is a summary and final chord of her literary heritage. In the play, we meet the characters of both Ryder and Nightwood, but with different names and experiences. The tragedy shows the modernist transformation of Hamlet's image.Barnes’ Hamlet has nothing to do with Renaissance ideals; The metamorphosis of Prospero and Miranda, is the key event of the fable. The breakdown of the mother's image, can be interpreted as a variant representationof Demeter and Jocaste in one character.The sadistic brothers, with traumatic experiences,are transfigurations of characters who satisfy their desires with the lyrics of children's poems or song lyrics.kaპერსონაჟთა სახეების სიმბოლური და ასოციაციური მრავალნიშნადობა ჯუნა ბარნსის პროზასა და დრამატურგიაშიtext::thesis::doctoral thesis