ჭიაურელი, ნინონინოჭიაურელი2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/987ადამიანური თანაცხოვრების პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტისათვის, სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეებს მათი კანონმდებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროცესის სხვადასხვაგვარი წარმართვა უწევთ. ზოგიერთი მეტად ერევა დავის მიმდინარეობაში, ზოგიერთი კი ცდილობს პროცესის დასრულებამდე პასიური როლი შეინარჩუნოს. ორივე შემთხვევაში მოქმედებს სამართლის ძირითადი ფუნქცია - მიგვიყვანოს პრობლემების სამართლიან გადაწყვეტამდე. ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს აქტივობის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ უსამართლო კანონების გადალახვაა აუცილებელი სასამართლო სისტემაში. ადამიანის უფლებათა პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ მოსამართლეები საკუთარი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას სხვადასხვა სფეროში უნდა ფლობდნენ ცოდნას და უნდა შეეძლოთ ორივე მხარის პოზიციიდან შეაფასონ საქმე. ამასთან, ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს მოსამართლის მიუკერძოებლობა. მიუკერძოებლობის მოთხოვნების დარღვევა საკმარისი საფუძველი უნდა იყოს დისციპლინური პასუხისმგებლობისათვის. მოსამართლის როლი საქმის წარმოების პროცესში გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ნორმები ენობრივი და ლოგიკური შესაძლებლობების ფარგლებში, ინტერპრეტაციის წესების გამოყენებით დადგინდეს. სამართლიანობის არგუმენტები უფრო წონადი უნდა იყოს, ვიდრე კანონის სიტყვა-სიტყვითი განმარტების მკაცრად დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც რაინჰოლდ ციპელიუსი აღნიშნავს, საჭიროა პოზიტიური სამართლის განვრცობა და შესწორება.kaშეჯიბრებითობის პრინციპისასამართლოს პასიური როლიარაჯანსაღი, დაუსაბუთებელი სარჩელებიმოსამართლის აქტიურობის პრინციპის მოქმედება შეჯიბრებით სამოქალაქო სამართალწარმოებაშიmaster thesis