ძლიერიშვილი, ზურაბგოგინავა, თამართამარგოგინავა2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/881საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებისა და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კერძო ავტონომიის პრინციპის რეალიზაციის ერთერთი საინტერესო ფორმა რწმუნებულებითი ურთიერთობაა. კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. დანაწესი გულისხმობს პირის პირადი უფლების განხორციელებას როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობის ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობის უფრო აშკარა დანაწესს განსაზღვრავს ამავე მუხლის მესამე პუნქტი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა და არ აქვს მნიშვნელობა ამას პირადად უზრუნველყოფს თუ წარმომადგენლის მეშვეობით.kaწარმომადგენლობითი უფლებამოსილებამინდობილობაკანონიწარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლები და წარმომადგენლობის ფარგლებიmaster thesis