მატარაძე, თეონამაცაბერიძე, სალომესალომემაცაბერიძემჭედლიშვილი, ნინონინომჭედლიშვილი2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1137Today in Georgia live 273,411 internally displaced person. After leaving the place of residence, they have to deal with various challenges. Including psychological, social, economic problems, unemployment, integration with new environment, stigma and etc.The aim of the research was to study the social needs of IDPs living in compact settlements and the role of social work from 2008 war till now. With the method of quantitative research, there were interviewed 240 IGPs living in compact settlements. Also, there was conducted expert Survey and were interviewed 5 professionals, who have knowledge in the research area. The survey revealed that after the 2008 war, the government and NGOs actively tried to help IDPs and offered them various programs and services, both in material and psycho-social directions. However, the majority of the IGP were mainly using only material services. Despite this, it has been difficult for them to satisfy basic needs and still is. As a result of the research, it was revealed that programs created for IDPs have to be more targeted and long-term.As for social work, the level of awareness with this profession and cooperation among IDPs and social workers are low. Social work was implemented in this community during the crisis period, but most of the respondents did not receive this service. As for today, IDPs are no longer targeted group for social work, and cooperation with them is implemented within the same programs, in which social workers with the general population without IDP status. The survey was conducted by two authors. With the support of the supervisor, they created research design, questionnaire, guideline and interviewed IDPs and experts.იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა დღეს საქართველოში 273,411ადამიანს წარმოადგენს. საცხოვრებლის დატოვების შემდგომ, მათ უწევთ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება. მათ შორისაა ფსიქოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, ინტეგრაცია ახალ გარემოსთან, სტიგმა და ა.შ. კვლევის მიზანი იყო 2008 წლის ომის შედეგად კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური საჭიროებების და სოციალური მუშაკის როლის კვლევა 2008 წლის ომიდან დღემდე. რაოდენობრივი კვლევის მეთოდით გამოიკითხა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები 240 ი.გ.პ. ამასთანავე, ჩატარდა ექსპერტული კვლევა და სიღრმისეული ინტერვიუების საშუალებით მოხდა საკითხში გათვითცნობიერებული 5 პროფესიონალის გამოკითხვა.კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2008 წლის ომის შემდგომ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი აქტიურად ცდილობდა დახმარებოდა ი.გ.პ-ებს და სთავაზობდა მათ სხვადასხვა პროგრამებსა და სერვისებს, როგორც მატერიალური, ასევე ფსიქო-სოციალური მიმართულებებით. თუმცა, ი.გ.პ-თა უმრავლესობა, ძირითადად, მხოლოდ მატერიალური სერვისებით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, მათ უჭირდათ და დღემდე უჭირთ ბაზისური საჭიროებების სრულყოფილად დაკმაყოფილება. კვლევის შედეგად, გამოვლინდა, რომ საჭიროა დევნილთათვის შექმნილი პროგრამები იყოს უფრო მეტად მიზანმიმართული და გრძელვადიანი. რაც შეეხება სოციალურ მუშაობას, დაბალია დევნილთა შორის ამ პროფესიით ინფორმირებულობისა და თანამშრომლობის დონე. სოციალური მუშაობა ამ თემთან ხორციელდებოდა კრიზისულ პერიოდში, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობას არ მიუღია ეს სერვისი. რაც შეეხება დღევანდელობას, დღეს დევნილი მოსახლეობა სოციალური მუშაობისათვის აღარაა მიზნობრივი ჯგუფი, და მათთან თანამშრომლობა იმავე პროგრამების ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ დევნილის სტატუსის არმქონე მოსახლეობასთანაც. კვლევა ჩატარებულია ორი ავტორის მიერ. ხელმძღვანელის მხარდაჭერით ავტორებმა შექმნეს კვლევის დიზაინი, კითხვარი, სადისკუსიო გეგმა და ჩაატარეს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ექსპერტებთან.113 გვ.kaიძულებით გადაადგილებულ პირთა შემოსავალისაცხოვრებლის მიღებაიძულებით გადაადგილებული პირები2008 წლის ომის შედეგად კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური საჭიროებების და სოციალური მუშაკის როლის კვლევა 2008 წლის ომიდან დღემდეmaster thesis