მოწონელიძე, ნატალიაკოპაძე, ნინონინოკოპაძე2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1119ყოველწლიურად მსოფლიოში, მძიმე სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, მილიონობით ადამიანი ავადდება და ზიანდება. ზოგჯერ ეს დაზიანებები ფატალურად, სასიკვდილო შედეგით სრულდება. დასაქმებულთა დაზღვევის საჭიროება და აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მათი ყოველდღიური საქმიანობა მრავალ საფრთხესთან არის დაკავშირებული. სამსახურში მომხდარი უბედური შემთხვევები მძიმე შედეგის მომტანია, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. დასაქმებულთა დაზღვევის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს დაზარალებულის კომპენსაცია ინვალიდობის ან შრომისუუნარობის შემთხვევაში. უბედური შემთხვევისგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა, თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელებულია. ქვეყნები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ ქმნიან მუშათა კომპენსაციის დაფინანსების სისტემებს, რა მექანიზმებს იყენებენ და როგორ ანაწილებენ ხარჯებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად დასაქმებულთა უფლებები და შრომის პიროებებია, თემა აქტუალურია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში ახალი ინსტიტუტია. ჯერჯერობით იგი საკანონმდებლო დონეზე არ არის საკმარისად გამართული. კვლევა განხორიციელდა შედარებითი მეთოდის გამოყენებით, ნაშრომი შედგება შესავლის, ცამეტი თავისა და დასკვნითი ნაწილისაგან. ნაშრომში განხილულია უბედური შემთხვევის დაზღვევისა და დასაქმებულთა კომპენსაციის ისტორიული საწყისები, უბედური შემთხვევის დაზღვევის არსი, დასაქმებულთა შრომითი პირობების პრობლემები, ასევე წარმოდგენილია საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში არსებული მოდელები, რომლებიც ეხება უბედური შემთხვევის შედეგად დასაქმებულთა კომპენსაციას.kaუბედური შემთხვევადაზღვევაუსაფრთხოებაუბედური შემთხვევის დაზღვევა, როგორც დასაქმებულის დაცვის მექანიზმიmaster thesis