ანანიაშვილი, იურიმერებაშვილი, ნათიანათიამერებაშვილი2019-12-022019-12-022019https://openscience.ge/handle/1/841The impact of Public Debt on economic growth has always been of great interest. After the financial crisis of 2008, the volume of debt has grown significantly in developed and developing countries, debt problems have become significant and created different theories and models that characterize the level of debt, its impact on economic growth, tax rate, initial balance of the budget, the status of future generations etc.Varios models of debt dynamic and debt policy in Georgia are considered in the presented paper. The first part of paper consider the main judgment and models about public debt problems. In this chapter are analyzed positive and negative rights of debt dynamic models. The focus is on the risks of debt growth and positive effects, the relationship between debt and budget deficit, Ricardo’s equivalence and the dynamics of debt and savings, debt stabilization problems and ,,Snowball effect”. Models of public debt dynamics are discussed in the second part of the paper. We particularly record two of them: Ramsi Kusmann (RCK) model, that describes the debt impact on the equilibrium edition and shows how will influence the growth of debt on economic growth in the long term and the World Bank model of fiscal sustainability. Georgia’s debt structure is analyzed in the third part. We evaluated an econometric model, where dependant variable is debt/GDP. In addition we evaluated VAR model and impulse function, where four endogenous variables (interest rate, inflation, tax/gdp and gdp real growth) are presented.სახელმწიფო ვალის ზრდის გავლენა ეკონომიკაზე ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. ვალის პრობლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ბოლო წლების განმავლობაში, რაც გამოწვეულია იმით, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ვალის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, შეიქმნა სხვადასხვა თეორია და მოდელი, რომლებიც ახასიათებენ ვალის სასურველ დონეს, მის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე, საგადასახადო განაკვეთზე, ბიუჯეტის პირველად სალდოზე, მომავალი თაობების მდგომარეობაზე და ა.შ. წარმოდგენილ ნაშრომში განვიხილავთ ვალის შესახებ არსებულ სხვადასხვა მოდელს და საქართველოში არსებულ სავალო პოლიტიკას. ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია ძირითადი მოსაზრებები და მოდელები, რომლებიც ვალის პრობლემის შესწავლას ეხება. გაანალიზებულია ვალთან დაკავშირებული მოდელების დადებითი და უარყოფითი მომენტები. ყურადღება გამახვილებულია ვალის ზრდის თანმდევ რისკებზე და დადებით ეფექტებზე, ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის ურთიერთკავშირზე, რიკარდოს ექვივალენტურობასა და ვალისა და დანაზოგების დინამიკაზე, ვალის სტაბილიზაციის პრობლემაზე და ე.წ. „თოვლის გუნდის ეფექტზე“. ნაშრომის მეორე ნაწილში ვიხილავთ სახელმწიფო ვალის დინამიკის მოდელებს. განსაკუთრებით გამოვყოფთ ორ მათგანს: რამსი-კას-კუპმანის (RCK) მოდელს, რომელიც აღწერს ვალის გავლენას წონასწორულ გამოშვებაზე და გვიჩვენებს თუ რა გავლენას ახდენს ვალის ზრდა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე, და ფისკალური მდგრადობის შეფასების მსოფლიო ბანკის მოდელს. მესამე თავში გაანალიზებულია საქართველოს სავალო სტრუქტურა. შევაფასეთ ეკონომეტრიკული მოდელი, რომელშიც ვალის მშპ-სთან ფარდობა დამოკიდებული ცვლადია. გარდა ამისა, შევაფასეთ ოთხი ენდოგენური ცვლადისგან (სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა, საპროცენტო განაკვეთი, ინფლაცია, მშპ-ს რეალური ზრდა) შემდგარი VAR მოდელი. მოცემულ ცვლადებისთვის ავაგე იმპულსზე გამოხმაურების ფუნქცია.kaსახელმწიფო ვალი და მისი გავლენა ეკონომიკაზესახელმწიფო ვალის დინამიკის მოდელებივალის ეკონომეტრიკული მოდელები საქართველოსთვისსახელმწიფო ვალის დინამიკის მოდელებიmaster thesis