ლომსაძე, მალხაზსაათაშვილი, ნინონინოსაათაშვილი2022-02-012022-02-012020https://openscience.ge/handle/1/2847წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ფუნდამენტურ კვლევასა და ანალიზს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულების - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა (332-ე მუხლი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (333-ე მუხლი) შემადგენლობათა შესახებ. იგი მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის განსახილველ დანაშაულთა კვალიფიკაციასა და დამნაშავისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად საკანონმდებლო და პრაქტიკულ პრობლემებზე, რომელთა აღმოფხვრა, ამ დანაშაულთა თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა სამოხელეო დანაშაულის ამსრულებელთა წრეს. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელესთან გათანაბრებული პირის ცნებას, საჭიროა აღნიშნული ბუნდოვანების აღმოფხვრა, კერძოდ, მოხელესთან გათანაბრებული პირის ცნების ან/და მისი მოხელესთან გამთანაბრებელი რაიმე ცენზის კანონით განსაზღვრა. ამასთანავე, საჭიროა საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო დანაშაულის თავში განხორციელდეს ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით და სამოხელეო დანაშაულის ამსრულებელთა შორის გათვალისწინებულ იქნეს ასევე: პოლიტიკური თანამდებობის პირი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ზემოაღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დეტალური მიმოხილვით წინამდებარე ნაშრომი საფუძვლიან ცოდნას მისცემს განსახილველი თემით დაინტერესებულ ყველა პირს.kaსამართალისაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასამოხელეო დანაშაულისისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვისmaster thesis