მანელოვი, დენისდენისმანელოვი2020-12-232020-12-232019https://openscience.ge/handle/1/2186დღევანდელ საქართველოში საკმაოდ მწვავე და რთულად მოსაგვარებელი პრობლემა არის უმუშევრობა და მასთან დაკავშირებული საკითხები.დავიწყოთ უმუშევრობის არსის განხილვით. ადამიანი ითვლება უმუშევრად, თუკი ის სასურ -ველ სამუშაოს, სასურველი ანაზღაურებით ვერ პოულობს ადამიანი ითვლება უმუშევრად თუ მას არ აქვს სამუშაოანაზღაურებით. რათქმაუნდა თუ ვამუშავებთ ადამიანებს ისეთ ხელფასზე, რომელიც სასურველზე დაბალია ან თუნდაც უხელფასოდ, მაშინ ყველას დასაქმებას შევძლებთ, რაც ეწინააღმდეგება მიღებულ კანონს. ახლა, საქართველოში არასასურველი ეკონომიკური მდგომარეობაა, შესაბამი -სად სასურველი ანაზღაურებით სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, ხშირ შემთხვევაში ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია, რის შედეგადაც მოქალაქეს უბრალოდ არ უღირს არასასურველ ხელფასზე მუშაობა, რადგან მათ აქვთ სრული თავისუფლე -ბა არჩევანის გაკეთებაში, ცდილობენ სხვა ქვეყანაში იპოვონ სასურველი სამსახური სასურველი ანაზღაურებით, ან საარსებო მინიმუმი მიიღოს სოფელში მიწის დამუშა -ვების, ფერმების განვითარების შედეგად. NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 67% თვლის, რომ საქართველოში ყველაზე პრობლემური საკითხი არის სამუშაო ადგილების უკმარისობა. NDI-ის კვლევის შედეგმა გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა 67% თავს უმუშევრად თვლის, საქსტატის მიხედვით კი უმუშევრობის დონე 12.5% იყო. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, შევეცადოთ გავარკვიოთ თუ რატომ არის ასეთი სხვაობა ოფიციალური სტატისტიკისა და სოციოლოგიური კვლევების შორის. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ რატომ არის ასეთი სხვაობა საქსტატის და სოციოლოგების კვლევების შორის, ხშირ შემთხვევაში მოქალაქე არის დასაქმებული არასასურველ სამსახურში და აქვს დაბალი ხელფასი რითაც ვერ იღებს მისთვის სასურველ შედეგებს და თვლის თავს უმუშევრად, მაგრამ სტატისტიკა ითვლის რეალურ ფაქტებს - ადამიანბი მუშაობენ, მათ აქვთ ხელფასი, შესაბამისად ისინი არიან დასაქმებულები.kaდასაქმების პროგრამების როლისაქართველოს შრომის ბაზარიდასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტებიდასაქმების პროგრამების ეფექტურობა საქართველოშიmaster thesis