ლიჩელი, ვახტანგLicheli, Vakhtangგაბუნია, ანაანაგაბუნიაGabunia, AnaAnaGabunia2026-05-082026-05-082025https://openscience.ge/handle/1/8706სადისერტაციო ნაშრომის კვლევის საგანია გლიპტიკური ძეგლების ერთი ჯგუფი - კერძოდ, ძვ.წ. VI საუკუნის ბოლოდან ძვ.წ. II საუკუნის ჩათვლით საქართველოში გავრცელებული, თითზე სატარებელი ლითონის (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) ფარაკიანი ბეჭდები. ბეჭდების სპეციფიკური სტილი, მათი უეცარი გამოჩენა და სწრაფი გავრცელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტად საყურადღებო მოვლენაა. საბეჭდავი ბეჭდების კვლევას მიეძღვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი თუმცა, ამ ნივთების შესწავლა ძირითადად მხოლოდ მხატვრულ-ესთეტური კუთხით ხდებოდა და ისინი არქეოლოგიურ კონტექსტში არავის განუხილავს, მითუმეტეს არც ინტერდისციპლინური კვლევის საგანი გამხდარა. გარდა ამისა, ბოლო ათწლეულის მანძილზე ანტიკური პერიოდის სამაროვნების შესწავლის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ლითონის ფარაკიანი ბეჭდების რიცხვი წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა, რამაც საჭირო გახადა დაგროვილი მასალის შესწავლა. კვლევის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ლითონის ფარაკიანი ბეჭდების კომპლექსური ანალიზი, რაც მოიცავს მათ ტიპოლოგიურქრონოლოგიურ და იკონოგრაფიულ კლასიფიკაციას არქეოლოგიური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით. ასევე მათი დამზადებისას გამოყენებული ლითონის ქიმიური შედგენილობის განსაზღვრას შესაძლო წარმომავლობის დადგენისთვის. სადისერტაციო ნაშრომში გამოყენებულია შერეული კვლევის მეთოდოლოგია, რომელიც აერთიანებს ანალიტიკურ-ინტერპრეტაციულ და ემპირიულ კვლევის მეთოდებს. წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს გლიპტიკის განვითარების შესწავლისათვის, არამედ მხატვრული ხელოსნობის ხსენებული დარგის განვითარების ზოგადი ისტორიისათვისაც.The subject of this dissertation is a distinct group of glyptic artifacts - specifically, metal finger rings (gold, silver, and bronze) that were widespread in the territory of Georgia from the late 6 th century BCE to the 2nd century BCE. The distinctive style of these rings, along with their sudden appearance and rapid spread throughout Georgia, is of particular interest to scholars. Several notable studies have been dedicated to the research of finger rings; however, these items have never become a subject of interdisciplinary research. Furthermore, over the last decade, as a result of archaeological investigations of the cemeteries dating to the Classical and the early Hellenistic periods, the number of metal finger rings discovered within the territory of Georgia has risen significantly. Therefore, it became necessary and important to study the accumulated materials. This study aims to conduct a comprehensive analysis of metal finger rings discovered within the territory of Georgia, encompassing their typological, chronological, and iconographic classification in consideration of their archaeological and cultural contexts. Additionally, the research seeks to determine the chemical composition of the metals used in their manufacture to assess the possible provenance of the finger rings. The dissertation employs both analytical-interpretative and empirical research methods. The present study is significant not only for the investigation of the development of glyptic art in Georgia but also for the broader history of the development of this particular branch of artistic craftsmanship.kaგლიპტიკური ძეგლებიბეჭდების სპეციფიკური სტილისაბეჭდავი ბეჭდების კვლევაძველი ქართული გლიპტიკის ინტერრეგიონალური ფენომენი: ლითონის ფარაკიანი ბეჭდების ინტერდისციპლინური კვლევაdoctoral thesis