საბაური, ლევანსაჯაია, ლევანლევანსაჯაია2019-11-182019-11-182019https://openscience.ge/handle/1/585აქციებზე დაფუძნებული გადახდა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პროექტია, რაც კი აქამდე განუხორციელებია საბჭოს. საწარმოების მიერ განხორციელებული აქციებზე დაფუძნებული გადახდის გარიგებების უმეტესობა არის დაქირავებული მომუშავეებისათვის ანაზღაურების სახით გადაცემული აქციები და აქციის ოფციონები, კერძოდ აღმასრულებელი მენეჯმენტი და დირექტორები. ბევრ ქვეყანაში აქციები და აქციის ოფციონები წარმოადგენს აღმასრულებელი პერსონალის ანაზღაურების პაკეტის მნიშვნელოვან კომპონენტს, ტრენდი წახალისებულია არსებული კონსესუსით, რომ იგი წარმოადგენს კარგ კორპორაციული მართვის მიდგომას, რათა ერთმანეთს დაემთხვეს მათი და აქციონერების ეკონომიკური ინტერესები. ერთი უპირატესობა აქციების და აქციის ოფციონების არის ის, რომ ის თავიდან არიდებს საწარმოს ფულად დანახარჯებს. თუ კი აღმასრულებელს ბონუს სქემის ფარგლებში მიენიჭა უფლება თავისუფალ აქციაზე, საწარმოს მარტივად შეუძლია დააკმაყოფილოს ეს ჯილდო სხვა აქციის სერტიფიკატის დაბეჭდვით, რომლის გაყიდვაც აღმასრულებელს შეუძლია, ამგვარად ფულადი დანახარჯი იწვნიეს თავად აქციონერებმა ვიდრე საწარმომ. თუმცა, სწორედ ეს უპირატესობა იყო აქციებზე დაფუძნებული ანაზღაურების კამათის წყარო. ინვესტორების უკმაყოფილება იზრდებოდა, რადგან მათი აზრით აქციებზე დაფუძნებულ ანაზღაურებას მნიშვნელოვანი დანახარჯები მოჰქონდა მათთვის, მათი არსებული წილების გაზავებით. შედეგად, ინვესტორებს შორის გაჩნდა კონსესუსი, რომ აქციების და აქციის ოფციონების გადაცემა ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აღიარებულიყო ხარჯად.kaწილობრივ გადახდებიარიგების პირობებიწილობრივ გადახდებთან დაკავშირებული პრობლემები და პერსპექტივებიmaster thesis