რუსიაშვილი, გიორგიწიქარიძე, კახაკახაწიქარიძე2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/893ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ქართულ სამართლებრივ სისტემაში შეიძლება ითქვას რომ პრაქტიკისთვის შედარებით ახალ საკითხს წარმოადგენს, რომელიც ჩემი აზრით დაკვირვებას და დროში გამოცდას საჭიროებს. მოცემული ნაშრომი სწორედ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ეხება, რამეთუ ეს უკანასკნელი თავისი ბუნებიდან და რეგულირების ხასიათიდან გამომდინარე ჩემში საკმაოდ დიდ ინტერესს აღძრავს. ის რაც ერთი შეხედვით მარტივად შეიძლება მოეჩვენოს მომხმარებელს, შესაძლია საკმაოდ რთული და „სადამსჯელო“ ხასიათის მატარებლი აღმოჩნდეს. მოცემულ ნაშრომში ვეცადე ჩამომეყალიბებინა სტანდარტული პირობების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, როგორც შემთავაზებლის ასევე შეთავაზების მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც მონეტას ისევე სამართლებრივ ნორმასაც ორი მხარე აქვს. ეს უკანასკნელი უნდა ემსახურებოდეს სამართალს და იძლეოდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეთა თანასწორობის გარანტს. სწორედ ზემოხსენებულიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ მოცემული საკითხი საკმაოდ საინტერესოა და მისი შემდომი დამუშავება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სტანდარტული პირობების სახელშეკრულებო პრაქტიკაში უკეთ აღსაქმელად და გამოსაყენებლად.kaხელშეკრულებაბათილობათავის დაცვახელშეკრულების სტანდარტული პირობები, მათი ცნება, უჩვეულო დებულებანი და ბათილობის წინაპირობები, როგორც რისკებისგან თავის დაცვის საშუალებაmaster thesis