ჭიღლაძე, მაიაჭიღლაძე, მაიამაიაჭიღლაძე2019-12-052019-12-052019https://openscience.ge/handle/1/905კერძო სამართლისათვის ამოსავალია სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რომელიც, შეიძლება, თავისი მნიშვნელობით რწმენის, თავისუფალი გამოხატვისა და შრომის უფლებას შევადაროთ, ამიტომ მისი უზრუნველყოფა თანამდეროვე სახელმწიფოს კოსნტიტუციურ მოვალეობას განეკუთვნება. სახელშეკრულებო თავისუფლება ქართულ სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებული კერძოსამართლებრივი პრინციპია. „ხელშეკრუების დადების თავისუფლება, როგორც კერძო ავტონომიის მნიშვნელოვანი გამოხატულება, არის შესაძლებლობა დადოს ან არ დადოს პირმა ესა თუ ის ხელშეკრულება, შეარჩიოს მისთვის სასურველი კონტრაჰენტი და ხელშეკრულების მეორე მხარესთან შეთანხმებით თავისუფლად განსაზღვროს ამ ხელშეკრულების შინაარსი“. სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი გულისხმობს, რომ მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რა სურთ და როგორ უნდა მიაღწიონ სასურველ შედეგს. ამისათვის კი, მათ კანონი გარკვეულ ჩარჩოში ათავსებს - სახელშეკრულებო თავისუფლება მხოლოდ სამართლებრივ ფასეულობათა წესრიგის ფარგლებშია შესძლებელი“. ბათილი და საცილო გარიგების დადასტურების შესაძლებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც სახელშეკრუელბო თავისულფლების განვრცობის ერთერთი გამოხატულება, ვინაიდან მხარეები კვლავ კერძო ავტონომიის ფარგლებში მესამე პირთა თუ ადმინისტრაციულ ორგანოთაგან დამოუკიდებლად წყვეტენ მათ შორის არსებული გარკვეული „სამართლებრივი ნაკლის“ მქონე გარიგების ბედს აქციონ თუ არა იგი ნმადვილად, და განახორციელონ თუ არა წინასწარ დასახული მიზანი. კანონმდებელი საბოლოო შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავიანი მოქმედების სფეროში დაარეგულირონ მათ შორის არსებული ურთიერთობა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციონ, გარიგება.kaდადასტურების მნიშვნელობაგარიგებათა ბათილობასაცილო გარიგებადადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისასmaster thesis