გოთუა, ლევანმაისურაძე, სალომესალომემაისურაძე2019-12-052019-12-052019https://openscience.ge/handle/1/901საბანკო კრედიტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხელშეკრულებაა, რასაც განაპირობებს თანამედროვეობაში საბანკო სექტორის სწრაფი ზრდა, საბანკო და საკრედიტო ინსტიტუტების ინტენსიური დანერგვა. საკმარისი მატერიალური რესურსის არარსებობის პირობებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, უძრავი ქონების შესაძენად/გასარემონტებლად, ბიზნესის დასაწყებად ან/და სხვა მიზნებისათვის მიმართავს ფინანსურ ინსტიტუტებს და დებს მათთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. სწორედ მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე ახერხებს მსესხებელი კომერციული ბანკის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული სხვა სუბიექტისაგან მისთვის საჭირო იმ ფინანსური რესურსის მოპოვებას, რომლის მიღებაც ხშირად გადაუდებელ აუცილებლობასთანაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში კრედიტის გამცემი ბოროტად იყენებს საკუთარ დომინირებულ მდგომარეობას ბაზარზე, ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსს, სარგებლობს იმ გარემოებით, რომ მსესხებელს დაუყოვნებლივ ესაჭიროება მატერიალური სახსრები და მას სთავაზობს ხელშეკრულების დადებას კაბალური პირობებით (მაღალი საპროცენტო განაკვეთი, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების უფლება, სპეციალისტის მიერ კერძო აუქციონზე უძრავი ქონების რეალიზაციის შესაძლებლობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა და სხვ.), რომელიც შესრულებულია წვრილი ფონტით და გაჯერებულია სპეციალური ტერმინებით. აღნიშნული რასაკვირველია, ართულებს მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების აღქმადობას, იმ რისკების გაცნობიერების შესაძლებლობას, რომელიც მოვალეს ვალდებულების დარღვევის პირობებში წარმოეშობა. ხშირად მსესხებელს მცირე დროში, რამდენიმე წუთში ან საათში უწევს კრედიტის გამცემთან გააფორმოს სხვადასხვა შინაარსის მქონე რამდენიმე ხელშეკრულება (გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულება და სხვ.). იმ პირობებში, როდესაც კრედიტის გამცემი მსესხებელს სათანადო ფორმით არ აძლევს ინფორმაციას საბანკო კრედიტის მნიშვნელოვანი, სტანდარტული პირობების შესახებ, იზღუდება კრედიტის მიმღების მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის შესაძლებლობა - მსესხებელი სრულიად გაუცნობიერებლად თანხმდება კრედიტის გამცემის მიერ შემოთავაზებულ კაბალურ პირობებს. ამდენად, მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, რომელმაც უნდა განმარტოს კრედიტის გამცემის მიერ შეთავაზებული პირობები და დაიცვას იმ მომხმარებლის უფლებები, რომელსაც კრედიტორმა არ განუმარტა ხელშეკრულების პირობები და წაართვა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მომხმარებლის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით უნდა შეაფასოს რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა კრედიტორი ხელშეკრულების დადებისას, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე განახორციელა თუ არა მომხმარებელმა აქცეპტი.kaკრედიტის ხელშეკრულებამომხმარებელიკერძო სამართალიმომხმარებლის უფლებების დაცვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაშიmaster thesis