ადამია, გივიგივიადამიაAdamia, GiviGiviAdamiaბურდული, ირაკლიირაკლიბურდულიBurduli, IrakliIrakliBurduli2025-03-102025-03-102020https://www.tsu.ge/n/publishing-house/single/1517https://openscience.ge/handle/1/8113ევროკავშირთან ასოცირების რეჟიმმა საქართველო ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონმდებლობის შექმნის ვალდებულებისა და გარკვეულწილად, ქართული კონკურენციის სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების აუცილებლობის წინაშე დააყენა. სრულფასოვანი დაახლოების პროცესში კი მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მოწინავე პრაქტიკისა და იურიდიული მეცნიერების მიღწევებზე დაყრდნობით კონკურენციის სამართლისთვის აუცილებელი ცნებებისა და კატეგორიების ანალიზი. სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება წინამდებარე ნაშრომი, რომელშიც ექსკლუზიური ვერტიკალური დათქმისა თუ კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების სახით განხილულია კონკურენციის სამართლის ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტი. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური განვითარება განაპირობებს თვისობრივად განსხვავებული ბაზრების წარმოშობასა და უკვე არსებულის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. ტექნოლოგიური განვითარების პირობებში მატულობს მოთხოვნისა და მიწოდების სხვადასხვა დონეზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი კომერციული ურთიერთობები, რაც ბუნებრივია ზრდის მათ შორის ვერტიკალური ხელშეკრულებების რაოდენობასა და მნიშვნელობას. მსგავს ვერტიკალურ ურთიერთობებში განსაკუთრებული აქტუალობით ხასიათდება ისეთი გარიგებები, რომლებიც მოიცავენ ექსკლუზიურ დათქმებს. ექსკლუზიური ვერტიკალური დათქმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, სადაც საქონლისა და მომსახურების მრავალფეროვნებას უმეტესწილად განაპირობებს უცხოური პროდუქტის იმპორტი. უცხოელ მწარმოებელსა და იმპორტიორს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებში ექსკლუზიური დათქმების არსებობა არახალია. შესაბამისად აუცილებელია ამ კუთხით ასევე ისეთი ექსკლუზიური დათქმების იდენტიფიცირება და განსაზღვრა, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ჯანსაღი კონკურენტული გარემოსთვის ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე. მსგავსი დათქმები გვხვდება ასევე ბრენდირებული პროდუქციის შემთხვევაში, სადაც ბრენდის იმიჯისა და რეპუტაციის დაცვა მნიშვნელოვანია მწარმოებლისთვის. სწორედ ეს მიზანი წარმოადგენს ექსკლუზიური დათქმების გათვალისწინების მნიშვნელოვან საფუძველს მსგავს ურთიერთობებში. წარმოდგენილი თემის ერთ-ერთ მიზანსა და კვლევის ობიექტს წარმოადგენს ერთი მხრივ მწარმოებლის დასახელებულ ინტერესებსა და მეორე მხივ კონკურენციის დაცვის ინტერესს შორის ოქროს შუალედის პოვნა, რაც მნიშვნელოვან სამეცნიერო ღირებულებასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას სძენს წარმოდგენილ თემას. ექსკლუზიური ვერტიკალური დათქმის უმთავრესი თავისებურება ვლინდება იმ ფაქტში, რომ კონკრეტული ბაზრის სპეციფიკისა და სხვადასხვა ეკონომიკური მოცემულობის პირობებში მას, ერთი მხრივ, შესაძლოა ჰქონდეს კონკურენციის შემზღუდველი ეფექტი, ხოლო, მეორე მხრივ კი პირიქით - იგი შესაძლოა მოგვევლინოს შესაბამის ბაზარზე კონკურენციის ხარისხის ზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად. შესაბამისად, ვერტიკალური ექსკლუზიური დათქმის ეფექტების ზუსტი შეფასება წარმოადგენს მისი კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობის განსაზღვრის უმთავრეს წინაპირობას. წარმოდგენილი თემა კი სწორედ აღნიშნული ეფექტების სხვადასხვა სახეებისა და მათი ანალიზისთვის აუცილებელი კრიტერიუმების, მეთოდებისა და საშუალებების იდენტიფიცრებაზეა ფოკუსირებული. აღნიშნული საკითხების დეტალური ანალიზი ეკონომიკური აგენტებისთვის უფრო განჭვრეტადს გახდის მათ მიერ დასადები/დადებული ვერტიკალური ექსკლუზიური დათქმების შემცველი გარიგებების სამართლებრივ შედეგებს და შეამცირებს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციებისა და სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრების რისკებს. შესაბამისად, იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩოს ოპტიმალური მოდელი, რომელიც შეძლებს უპასუხოს თანამედროვე ეკონომიკის პირობებში არსებულ გამოწვევებს აუცილებელია. კვლევის პროცესში მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობას თუ მის პრაქტიკულ იმპლემენტაციას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ამ სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს. შესაბამისად, წარმოდგენილ კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა შედარებით-სამართლებრივ ასპექტებს, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ევროკავშირისა და გერმანული კონკურენციის სამართალზე. დისერტაციის ფარგლებში გაანალიზებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ზოგადი სისტემა, ეკონომიკური აგენტის ცნება, ეკონომიკურ აგენტთა კოორდინაციის ფორმები, კონკურენციის შეზღუდვის ელემენტი, კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებათა საბაზრო განზომილებები, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების აკრძალვიდან გამონაკლისები, ექსკლუზიური ვერტიკალური დათქმების სახეები და მათ კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებად კვალიფიკაციის წინაპირობები, ელემენტები, სამართლებრივი შედეგები და შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული საკითხები.The association regime with the EU has placed Georgia under an obligation to create comprehensive competition law and, to some extent, to harmonize Georgian competition law with the EU law. In the process of complete approximation, it is essential to analyze the concepts and terms of competition law based on the best practices of the EU and its member states and the achievements of legal doctrine as it covers one of the significant concepts of competition law, the present dissertation serves to achieve this goal. Technological development in the modern world leads to the emergence of different markets and a significant transformation of the existing ones. Furthermore, it increases the diverse commercial relations between undertakings operating at different demand and supply chain levels. It naturally raises the number and importance of vertical contracts between them. Transactions involving exclusive vertical clauses are of great significance in such vertical relationships. Exclusive vertical clauses play an essential role in developing economic systems, where imports of foreign products primarily drive the diversity of goods and services. Moreover, the existence of exclusive vertical clauses in the legal relationship between a foreign manufacturer and an importer is not new. Therefore, it is necessary to identify and define exclusive vertical clauses that threaten an undistorted competitive environment in the country's commodity and service markets. Similar clauses are essential for the manufacturer to protect their brand image and reputation. This is the basis for considering exclusive clauses in commercial relations with such manufacturers. One of the objectives of the presented dissertation is to find a golden middle ground between the producer's interests on the one hand and the interest of protection of fierce competition on the other, which adds significant scientific value and practical importance to the presented research. The main feature of the exclusive vertical clause is that, under the specifics of a particular market and economic conditions, it may, on the one hand, have a restrictive effect on competition. But, on the other hand, it may become one of the determining factors for the growth of the level of competition in the relevant market. Therefore, an accurate assessment of the effects of an exclusive vertical clause is the main prerequisite for determining its compatibility with competition law requirements. Thus, the dissertation focuses on identifying different types of the mentioned effects and the criteria, methods and means necessary for their analysis. A detailed analysis of the mentioned issues will make the legal consequences of transactions involving exclusive vertical clauses more predictable for undertakings and reduce the risks of imposing sanctions and other types of liability for violation of competition law. Therefore, it is necessary to form the optimal model of the legal framework, which will be able to respond to the challenges of the modern economy. In the research process, it is essential to pay attention not only to national legislation and its practical implementation but also to international practice and the steps taken by different countries in this field. Accordingly, in the presented research, an important place is given to comparative legal studies, which mainly focus on EU and German competition law. The dissertation analyzes such issues as the general system of anticompetitive agreements, the concept of the undertaking, forms of coordination of undertakings, the element of restriction of competition, market dimensions of anticompetitive agreements, exemptions from the prohibition of anticompetitive agreements, types of exclusive vertical clauses and the prerequisites for qualifying them as anticompetitive agreements, its elements, legal outcomes and relevant practical and theoretical issues.kaკონკურენციაკონკურენციის სამართალიკონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებაექსკლუზიური ვერტიკალური დათქმაკონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისებიCompetitionExclusive Vertical ClauseCompetition LawAnticompetitive AgreementExemptions from the Prohibition of Anticompetitive Agreementsექსკლუზიური ვერტიკალური დათქმების კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებად კვალიფიკაცია და მისი სამართლებრივი შედეგები ქართული, გერმანული და ევროპული კავშირის კონკურენციის სამართლის მიხედვითQualification Exclusive Vertical Clauses as Anti-Competitive Agreements and Their Legal Outcomes Under Georgian, German, and European Union Competition Lawtext::thesis10.48616/openscience-272