სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტიჭიღლაშვილი, ლიაChochishvili, K.K.Chochishviliჩოჩიშვილი, ქეთევანქეთევანჩოჩიშვილი2020-07-152020-07-152019https://openscience.ge/handle/1/1949“Guardianship” and “custody” are one of the most important institutions in both Georgian and foreign civil law. These institutions are found in ancient times and include not only civil but also administrative norms. As guardianship and caregiving are improving and changing daily, Depending on the topic's relevance and need, The master thesis deals with the comparative legal analysis of the Georgian and foreign legislation of the mentioned institutions. With the said master's thesis consistently discusses the origin, essence, and significance of the Institute of Guardianship and Care, Rights and responsibilities of guardians and carers, guardianship and guardianship bodies and guardians and guardians of both Georgian and EU law regulations and case law. The work also discusses the release of the guardian's caregiver from their duties and the grounds for termination of guardianship and custody. The final part of the master's thesis provides some insights into some of the problematic issues of guardianship and care. Through the research methods used in the work, we have at least partially been able to focus on the important issues that are often encountered in today's reality.„მეურვეობა“ და „მზრუნველობა“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს წარმოადგენენ როგორც ქართულ, ისე საზღვარგარეთის სამოქალაქო სამართალში. აღნიშნული ინსტიტუტები უძველესი პერიოდიდან გვხვდება და მოიცავენ არამარტო სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ ნორმებსაც. ვინაიდან მეურვეობისა და მზრუნველობის რეგულირება ყოველდღიურად იხვეწება და იცვლება, თემის აქტუალურობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, სამაგისტრო ნაშრომი სწორედ აღნიშნული ინსტიტუტების ქართული და უცხოური კანონმდებლობის შედარებით სამართლებრივ ანალიზს ეხება. აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომით თანმიმდევრულად არის განხილული მეურვეობისა და მზრუნველობის ინსტიტუტის წარმოშობის ისტორია, არსი და მნიშვნელობა, მეურვისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობანი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები და მეურვეობისა და მზრუნველობის გამწევი პირები როგორც ქართული, ისე ევროკავშირის ქვეყნების სამართლის რეგულაციებისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით. ნაშრომში განხილულია ასევე მეურვისა და მზრუნველის განთავისუფლება მათი მოვალეობებისგან და მეურვეობისა და მზრუნველობის შეწყვეტის საფუძვლები, სამაგისტრო ნაშრომის დასკვნით ნაწილში კი წარმოდგენილია გარკვეული მოსაზრებები მეურვეობისა და მზრუნველობის ზოგიერთ პრობლემურ საკითხზე. ნაშრომში გამოყენებული კვლევითი მეთოდების გამოყენებით ნაწილობრივ მაინც შევძელით ყურადღება გაგვემახვილებინა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მრავლად გვხვდება დღევანდელ რეალობაში.kaმეურვეობისა და მზრუნველობის ინსტიტუტიმეურვეობისა და მზრუნველობის ინსტიტუტის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ქართული და უცხოური კანონმდებლობის მიხედვითmaster thesis