ვარძელაშვილი, იოსებთარაშვილი, ნატალინატალითარაშვილი2019-12-092019-12-092019https://openscience.ge/handle/1/959არასრულწლოვანთა დამნაშავეობრივი ქმედება არ დაწყებულა არც გუშინ, არც დღეს. საქართველოს არც გახლავთ „პიონერი“ ამ საკითხში. მას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმისდა გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნებში მოიაზრება პირი 14-დან 18 წლამდე, ზუსტად ეს შუალედი არის პიროვნების ჩამოყალიბების პერიოდი. ხშირია, როცა არასრულწლოვანთან ერთად მოიხსენიებენ : მეამბოხე, დაუმორჩილებელი, საკუთარ ჭკუაზე მოსიარულე და ა.შ. ისინი ჯერ კიდევ ეცნობიან სამყაროს, იძენენ გამოცდილებას, უყურებენ განსხვავებული თვალით, ჩადიან შეცდომებს და სწავლობენ მათზე. ამ პერიოდში განსაკუთრებით სენსიტიურია მოზარდის ფსიქიკა და ყველანაირ წინააღმდეგობას უფრო დიდი წინააღმდეგობით ხვდება. საქართველოში 2015 წელს პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა - შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. 2015 წლამდე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეგულაცია ხორციელდებოდა სისხლის სამართლის კოდექსით და შეიცავდა ბევრ უზუსტობას. შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ახალი კოდექსის შემოღებამ უფრო მიგვაახლოვა ევროპული სტანდარტებთანა და საერთაშორისო ნორმებთან. ამ პერიოდიდან მოყოლებული ბევრი პროფესორისა და ამ საკითხით დაინტერესებული პირის მიერ განხორციელდა მრავალი კვლევა, დაიწერა ნაშრომი და გაანალიზებული იქნა ახალი მიდგომები არასრულწლოვნების მიმართ. მიუხედავად ამისა, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, თავისი სიახლიდან გამომდინარე, შეიცავს ბევრ წინააღმდეგობრივ ნორმას, რაც, თავისთავად, ვერ აყალიბებს ერთგვაროვან პრაქტიკას. ამას გარდა, განსაკუთრებულად თვალშისაცემია არასრულწლოვანთა სასჯელის დანიშვნის საკითხი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნორმა, რომელიც არამხოლოდ ზედმეტად მკაცრია, არამედ, რიგ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება კიდევაც კოდექსით მკაფიოდ დაცულ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს, მის რესოციალიზაციასა და სრულფასოვან განვითარებას.kaარასრულწლოვანთა თავისუფლების აღკვეთარესოციალიზაციაარასაპატიმრო სასჯელიარასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პრობლემატიკა საქართველოსა და გერმანიის შედარებითი ანალიზის საფუძველზეmaster thesis