რუსიაშვილი, გიორგიკვერნაძე, თამარითამარიკვერნაძე2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/1027მესაკუთრესა და არაუფლებამოსილ მფლობელს შორის ურთიერთობა_ეს არის საკითხი, რომლის სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პრაქტიკაში, იგი წარმოადგენს მეტად ყურადსაღებ სამართლებრივ ინსტიტუტს და ამ ურთიერთობით რეგულირდება ურთიერთობის მონაწილეთა სამართლებრივი ბედი. მესაკუთრესა და არაუფლებამოსილ პირს შორის ურთიერთობის განხილვა საკმაოდ აქტუალურია, აქტუალურობას ჰპოვებს იგი, როგორც თეორიული, ისე_პრაქტიკული თვალსაზრისითაც. აღნიშნული ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო და მრავალი საკითხის, დეტალის მომცველია, რომელთა ანალიზი და სიღრმისეულად წვდომა აუცილებელია მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის სწორად წარმართვისათვის. მესაკუთრესა და არაუფლებამოსილ პირს შორის ურთიერთობებზე ასევე ფართო მასშტაბით მოიპოვება სასამართლო პრაქტიკა, ამ ურთიერთობის სწორი რეგულირება აუცილებელია, რათა ჩამოყალიბდეს პროგნოზირებადი და სწორი პრაქტიკა, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით და ასევე არაუფლებამოსილ მფლობელს ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა იმ საკითხზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს არამართლზომიერ ქმედებას და ამდენად, მოხდეს არამართლზომიერი ქმედების პრევენცია. ნაშრომი შეეხება მესაკუთრესა და არაუფლებამოსილ პირს შორის ურთიერთობას, ამასთან, ყურადღება არის გამახვილებული ასეთი ურთიერთობის თითოეულ ტიპსა და სამართლებრივ შემთხვევაზე, მათს სამართლებრივ რეგულირებაზე, სხვა ინსტიტუტებთან მსგავსებასა და განსხვავებაზე, საკითხის სიღრმისეულ ასპექტებზე, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირშია ზემოთ აღნიშნულ ურთიერთობასთან. ნაშრომში ყურადღება არის გამახვილებული არაუფლებამოსილი მფლობელის ტიპებზე, კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი მფლობელის შემთხვევებზე, მათს უფლებებზე ნივთზე გაწეულ ხარჯთან მიმართებით, ასევე ნივთის ნაყოფზე, დეტალურად არის განხილული თითოეული შემთხვევა და შემთხვევებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც საკითხის უკეთ და სიღრმისეულად გარკვევაში გვეხმარება.kaსაკუთრებამფლობელობის არსიარაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელიმესაკუთრესა და არაუფლებამოსილ მფლობელს შორის ურთიერთობაmaster thesis