ხაბეიშვილი, ბელაUstiashvili, MagdaMagdaUstiashviliუსტიაშვილი, მაგდამაგდაუსტიაშვილი2019-11-182019-11-182019https://openscience.ge/handle/1/565ნაშრომის „აბრევიატურების ფორმირება და ფუნქციური ანალიზი ფრანგულ ენაში“ მიზანია სიტყვათშემოკლების როლის განსაზღვრა როგორც თანამედროვე ენასა და ლიტერატურაში, ასევე ყოველდღიურ სამყაროში. უპირველეს ყოვლისა ჩემს ამოცანას წარმოადგენს ყურადღება გავამახვილო იმ საკითხებზე - თუ რა პრინციპების საფუძველზე ხდება სიტყვათშემოკლება, რამდენად დიდია მისი როლი საზოგადოებაში და რა ადგილი უჭირავს დღევანდელ სამყაროში , როგორ შეიძლება სიტყვათშემოკლების სხვადასხვა კერძო სახეების დიფერენციაცია და კატეგორიზაცია, არსებობს თუ არა რაიმე წესები ან ნორმები სიტყვათშემოკლების დროს და რამდენად ხდება მათი დაცვა. წარმოადგენს თუ არა სიტყვათშემოკლება ენობრივ „საფრთხეს“, არსებობს თუ არა ერთიანი მეთოდოლოგია რის საფუძველზეც მოხდება სიტყვათშემოკლების პრინციპების დაცვა, არსებობს თუ არა სახელმძღვანელო ერთიანი ევროპული ჩარჩოს ფარგლებში და არსებობს თუ არა ზღვარი სიტყვათშემოკლების დროს. კვლევის მიზანია პირველ რიგში გამოიყოს სიტყვათშემოკლების კერძო ტიპები: აბრევიატურები, აკრონიმები და ინიციალები ერთმანეთისგან და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განისაზღვროს მათი როლი სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასა თუ ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს ნეოლოგიზმის ერთი-ერთი კერძო სახის განვითარების პრინციპებს , კატეგორიებს და ნორმებს, რომლის სწორად გამოყენება აუცილებელია ენობრივი ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით.kaსიტყვათშემოკლებააბრევიატურებიაბრევიატურები კომუნიკაციურ სამყაროშიაბრევიატურების ფორმირება და ფუნქციური ანალიზი ფრანგულ ენაშიmaster thesis