ჩიტაშვილი, ნათიადეკანოსიძე, რევაზრევაზდეკანოსიძე2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/891წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი ეხება სადაზღვევო ურთიერთობებში ინფორმირების ვალდებულების მნიშვნელობასა და ამ ვალდებულების დარღვევიდან მომდინარე შესაძლო სამართლებრივ შედეგებს. ნაშრომის შესავალ ნაწილში განხილულია საკითხის აქტუალობა, კვლევის ფარგლები, მეთოდები და ნაშრომის სტრუქტურა. საკითხის აქტუალობა სადაზღვევო ურთიერთობება, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, მაღალი ხარისხის მორალურ-ეთიკური ვალდებულებებით ხასიათდება. იმისათვის, რომ ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესი მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში იყოს დაცული, აუცილებელია, რომ მხარეები მოქმედებდნენ კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით. კეთილსინდისიერება, თავისი არსით, მოიაზრებს ერთმანეთის მიმართ გულისხმიერების გამოვლენასაც. აღნიშნული კი ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებებისათვის უპირველესად მოიცავს ჯერ წინასახელშეკრულებო, ხოლო შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმდინარეობისას ინფორმირების ვალდებულების მკაცრ და განუხრელ დაცვას. მას შემდეგ, რაც სადაზღვევო ურთიერთობების წარმოშობა მოხდა, დაზღვევამ დღევანდელ ფორმამდე მისასვლელად განვითარების საკმაო გზა გაიარა. დაზღვევის უმარტივესი ფორმებიდან წარმოიშვა შედარებით რთული, მრავალსუბიექტიანი და მაღალი ღირებულების სადაზღვევო ურთიერთობები, რამაც, ცხადია, გააჩინა მხარეთა შორის უფლებებისა და ვალდებულებების სამართლიანი განაწილების საჭიროება. იმისათვის, რომ მხარეთა მიერ სამართლიანად განისაზღვროს სადაზღვევო ურთიერთობის შედეგები, აუცილებელია, რომ მხარეები აღჭურვილნი იყვნენ ზუსტი და საკმარისი ინფორმაციით. აღნიშნული საჭირო ინფორმაცია, შესაძლებელია, რომ მხარეებს ერთმანეთის შესახებ დამოუკიდებლადაც გააჩნდეთ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში გამორიცხულია, მათ ჰქონდეთ ისეთი ცოდნა, რომელიც საკმარისი იქნება ინფორმაციული დისბალანსის გასაწონასწორებლად.kaდაზღვევის ხელშეკრულებაინფორმირების ვალდებულებასადაზღვევო ურთიერთობებიინფორმირების ვალდებულება და მისი დარღვევის სამართლებრივი შედეგები სადაზღვევო ურთიერთობებშიmaster thesis