ლორთქიფანიძე, ვაჟაასანიძე, თამართამარასანიძე2019-12-102019-12-102017https://openscience.ge/handle/1/994The present work, based on the review of the ongoing migration processes in Georgia, aims to analyze the existing situation in the country in terms of migration. Since the number of population of independent Georgia continuously experiences the decline as a whole country so in view of the separate regions, the mechanical movement scale and importance was interesting for us in these processes. Based on the migration data, it turns out that the migration actually is of the greatly important for the population of Georgia, as quantitative, so for national composition, structure and in terms of the change of territorial redistribution. As a result of the constantly negative index of law birth rate, increased inner migration and external migration characteristic for Georgia, we received the decreased total amount of the population of Georgia. In the thesis work, there is discussed specifically the definition of migration, as a term and its main types. Here are represented the significant theories that exist in the migration sphere developed by the researchers and scientists, which is playing far not so insignificant role during the analyzing of the migration processes. Then the conversation is continued directly on the migration situation that exists in Georgia. The current situation is discussed as in terms of the statistics so by indicating the difficulties connected with the trustworthiness of the statistic data existing in this sphere. Here is given the information about the quantitative change of the population of the whole Georgia, which is mainly presented by the reviewing of the international and inner migrations. Here is also given those state or international programs, which were elaborated for the reintegration of the emigrants returned in Georgia and the existence of which can in some point support the return of the population went into the emigration. In the end of the thesis work, on the basis of the existed information, here are given the established conclusions-recommendations which include the analysis of the created situation and the needs seen with the Authors eyes.წინამდებარე ნაშრომი საქართველოში მიმდინარე მიგრაციული პროცესების მიმოხილვის საფუძველზე, მიზნად ისახავს ქვეყანაში მიგრაციის კუთხით არსებული მდგომარეობის ანალიზს. ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გამუდმებით კლებას განიცდის, როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე ცალკეული რეგიონების თვალსაზრისითაც, საინტერესო იყო ამ პროცესებში მექანიკური მოძრაობის მასშტაბი და მნიშვნლობა. მიგრაციულ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მიგრაციას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის, როგორც რაოდენობრივი, ასევე ეროვნული შემადგენლობის, სტრუქტურისა და ტერიტორიული გადანაწილების ცვლილების თვალსაზრისით. საქართველოსთვის დამახასიათებელი შობადობის დაბალი, შიდა მიგრაციის გაზრდილი და გარე მიგრაციის თითქმის მუდმივად უარყოფითი მაჩვენებლებით, შედეგად მივიღეთ საქართველოს მოსახლეობის შემცირებული საერთო რაოდენობა. ნაშრომში განხილულია კონკრეტულად მიგრაციის, როგორც ტერმინის და მისი ძირითადი სახეების განსაზღვრება. წარმოდგენილია მკვლევრებისა და მეცნიერების მიერ შემუშავებული მიგრაციის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი თეორიები, რომლებიც არც თუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობენ მიგრაციული პროცესების ანალიზის დროს. შემდგომ საუბარი გრძელდება უშუალოდ საქართველოში არსებულ მიგრაციულ ვითარებაზე. არსებული მდგომარეობა განხიულილია, როგორც სტატისტიკური თვალსაზრისით, ასევე ამ სფეროში არსებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებული სირთულეების მითითებით. მოცემულია ინფორმაცია სრულიად საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის დროში ცვლილების შესახებ, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია საერთაშორისო და შიდა მიგრაციების მიმოხილვით. ასევე მოყვანილია ის სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაციისთვის იქნა შემუშავებული და რომელთა არსებობამაც შესაძლოა გარკვეულწილად ხელი შეუწყოს ემიგრაციაში წასული მოსახლეობისთვის სამშობლოში დაბრუნებას. ნაშრომის დასასრულს კი მოცემულია, მასში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩამოყალიბებული დასკვნა-რეკომენდაციები, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის ანალიზსა და ავტორის თვალით დანახულ საჭიროებებს მოიცავს.51 გვ.kaსაქართველოს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკამიგრაციული პროცესების ზოგადი მიმოხილვაშიდა მიგრაციის ძირითადი თავისებურებები საქართველოშიმიგრაციული პროცესების მიმოხილვა თანამედროვე საქართველოშიmaster thesis