ანანიაშვილი, იურიკულატამიშვილი, ნინომებაღიშვილი, ნატონატომებაღიშვილი2021-04-212021-04-212020https://openscience.ge/handle/1/2379In this research we analyze many different theories to explain the relationship between two main macroeconomic variables: inflation and unemployement. The research is based on the economy of Georgia, in particular we estimate whether Philips curve is valid for our economic situation during the recent twenty years. The main goal of this research is to explore the relationship between inflation and unemployement both in short run and long run periods. Understanding this relationship is crucial for policimakers because these macroeconomic variables have a big impact on the people’s standards of living. There are multiple theories investigating this relationship, some are controversial. We try to explore what kind of relationship between these variables exist in Georgia. In the first section of this research, we review the literature in detail. In the second section we explain the macroeconomic environment in which we are going to conduct our research. In this section we also represent inflation, its main determinants and expected consequences. Then we analyze theories about unemployment and the natural rate of unemployment. In the third section we estimate different models to explain the connection between inflation and unemployement. At first, we estimate traditional Philip’s model using ordinary least squares. Then we expand our model incorporating other important variables. We also use Vector autoregressive model (VAR). Then we use ARDL and ECM models, to analyze the short run and the long run effects of this relationship.ნაშრომში განხილულია სხვადასხვა თეორია ინფლაციისა და უმუშევრობის დინამიკის ასახსნელად. კვლევა განხორციელდა საქართველოს ეკონომიკის მაგალითზე, კერძოდ, შეფასდა, რამდენად შეესაბამება ფილიპსის მოდელი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას ბოლო ოცი წლის განმავლობაში. კვლევის მიზანია, დავადგინოთ რამდენად არსებობს ინფლაციასა და უმუშევრობას შორის კავშირი მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში. აღნიშნული დამოკიდებულების გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებელთათვის, ვინაიდან ინფლაციაც და უმუშევრობაც უდიდეს გავლენას ახდენს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამ საკითხის შესახებ მრავალი ურთიერთგამომრიცხავი თეორიაა შემუშავებული ეკონომისტებისა და მკვლევარების მიერ. ჩვენ შევეცადეთ სხვადასხვა მოდელების ანალიზით, გამოვიკვლიოთ რა ურთიერთდამოკიდებულება არსებობს საქართველოში უმუშევრობასა და ინფლაციას შორის. ნაშრომის პირველ თავში განვიხილავთ ამ თემის ირგვლივ არსებულ ლიტერატურას. მეორე ნაწილში ავხსნით საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოს, რათა უკეთ დავინახოთ განვითარების რა ეტაპზე ხდება აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულების ანალიზი. შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ ინფლაციაზე, მის განმსაზღვრელ ფაქტორებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. ასევე შევეხებით უმუშევრობის ფენომენს და განვიხილავთ უმუშევრობის ბუნებრივი დონის შესახებ თეორიებს. მესამე თავში ინფლაცია-უმუშევრობის დინამიკის ასახსნელად განვიხილავთ სხვადასხვა მოდელს. კერძოდ, ტრადიციული ფილიპსის მოდელს შევაფასებთ ჩვეულებრივი უმცირეს კვადრატთა მეთოდით. შემდეგ გავაფართოვებთ მოდელს მასში სხვა მნიშვნელოვანი ცვლადების ჩართვით. ასევე განვიხილავთ ვექტორული ავტორეგრესიის მოდელს. შემდეგ გამოვიყენებთ ARDL მიდგომას და ცდომილების კორექციის მოდელს, რათა გავაანალიზოთ ინფლაციასა და უმუშევრობას შორის არსებული დამოკიდებულების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები.kaინფლაციაუმუშევრობის დინამიკაეკონომეტრიკული მოდელირებაინფლაციისა და უმუშევრობის დინამიკის ეკონომეტრიკული მოდელირებაmaster thesis