აქუბარდია, ირინასიგუა, ანაანასიგუა2019-12-092019-12-092019https://openscience.ge/handle/1/964განსახილველი ნაშრომი შეეხება სისხლის სამართლის პროცესში ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების თავისებურებებს. კერძოდ, ნაშრომში საუბარია სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას წარმოშობილ პრობლემებზე, რომლებიც უმეტესწილად ზემოქმედებას ახდენენ საქმის საბოლოო შედეგზე. მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები, სადაც მოსამართლეები ერთგვაროვანი სახის მტკიცებულებათა შეფასებისას აფიქსირებენ საპირისპირო მოსაზრებებს, ხოლო არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ფონზე განხილულია ოჯახში ძალადობის დაზარალებულის უფლებების დაცვის საკითხი. კვლევის საგანი. წინამდებარე ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს შესავალში დასმული საკითხების თეორიული და პრაქტიკული ანალიზი. ასევე პრაქტიკაში არსებული იმ ხარვეზების წარმოჩენა და განხილვა, რომელიც უკავშირდება წინამდებარე საკითხებს. განხილული იქნება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა შეფასების თავისებურებანი. ამასთან, წარმოდგენილი იქნება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები, სადაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებთან მიმართებით მოცემულია იდენტურად სხვადასხვა სახის განმარტებები. მოხდება იმ საკითხის გარკვევა, თუ რამდენად ახდენს ზემოქმედებას გადაწყვეტილებათა მრავალფეროვნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების დაცვაზე.kaოჯახში ძალადობის არსიმტკიცებულებათა მოპოვებაჩვენების მიცემაზე უარის თქმაოჯახში ძალადობის დანაშაულებზე სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების თავისებურებანიmaster thesis