მაცაბერიძე, მალხაზმაისურაძე, ნინონინომაისურაძე2020-01-172020-01-172018https://openscience.ge/handle/1/1438The Master's thesis differs from other researches by its holistic approach. The work is not limited to the analysis of the processes at the beginning of the XX century, there is also examined the preconditions that have determined emergence of politicalviews in Georgia in 1900-1917 years. The originality of the Thesis is conditioned by the research topic itself, because this issue has been less investigated in the last few years. Materials that are often created on this topic are often characterized by subjective approach (mainly due to the influence of Marxist ideology). In this regard, we can consider that the novelty of the Thesis is Objective protection and exclusion of dogmatic reasoning. Understanding the concept of the topic – concept of nation in Georgia in 1900-1917 – the actuality is conditioned by intensified ideological confrontation between Georgian political parties for the beginning of the XX century that was clearly demonstrated in their discussion on the national issue. In 1900-1917 years, the discussion on the concept of the nation continued and this was the main reason for the main controversy and disagreement in the political and social spheres, which intensifies our interest in this issue. The purpose of our Master’s Thesis is to determine the causes of the confrontation regarding the concept of nation in Georgia (in 1900-1917). The subpurpose of the work is to determine the ideological and theoretical sources, which the Georgian thinkers used in definition of the concept of nation (in 1900-1917).მოცემული სამაგისტრო ნაშრომი განსხვავდება სხვა კვლევებისაგან თავისი ჰოლისტური მიდგომით. ნაშრომი არ შემოიფარგლება მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში მიმდინარე პროცესების ანალიზით, მასში გამოკვლეულია ის წინაპირობებიც, რომლებმაც განსაზღვრეს 1900-1917 წლებში არსებული პოლიტიკური შეხედულებების წარმოქმნა საქართველოში. ნაშრომის ორიგინალურობა თავად კვლევის თემითაცაა განპირობებული, რადგან ეს საკითხი უკანასკნელი წლების განმავლობაში ნაკლებად ხდებოდა კვლევის საგანი. მასალები კი, რომლებიც ამ თემაზეა შექმნილი ხშირად სუბიექტური მიდგომით ხასიათდება (ძირითადად მარქსისტული იდეოლოგიის გავლენის გამო). ამ მხრივ, ნაშრომის სიახლედ ობიექტურობის დაცვა და დოგმატური მსჯელობის გამორიცხვაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. თავად საკვლევი თემის - ერის ცნების გააზრება საქართველოში 1900-1917 წლებში - აქტუალობა განპირობებულია XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში გამწვავებული იდეოლოგიური დაპირისპირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც ნათლად გამოიხატებოდა მათ დისკუსიაში ეროვნული საკითხის ირგვლივ. 1900-1917 წლებში არ წყდებოდა მსჯელობა ერის ცნების შესახებ და სწორედ ეს საკითხი იყო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სფეროებში მთავარი დაპირისპირების და შეუთანხმებლობის მიზეზიც, რაც ამძაფრებს ჩვენს ინტერესს ამ საკითხისადმი. ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის მიზანია: საქართველოში ერის ცნების გარშემო მიმდინარე დაპირისპირების გამომწვევი მიზეზების დადგენა (1900-1917 წლებში). ნაშრომის ქვემიზანია: იმ იდეოლოგიური და თეორიული წყაროების დადგენა, რომლითაც სარგებლობდნენ ქართველი მოაზროვნეები ერის ცნების განსაზღვრისას (1900-1917 წლებში).kaერის შესახებ არსებული თეორიები საქართველოში XX საუკუნის დასაწყისშიერის არამარქსისტული თეორიები საქართველოშიერის მარქსისტული თეორია საქართველოშიერის ცნების გააზრება საქართველოში 1900-1917 წლებშიmaster thesis