ჭიღლაშვილი, ლიარომელაშვილი, ნიკანიკარომელაშვილი2022-02-012022-02-012020https://openscience.ge/handle/1/2840სამაგისტრო ნაშრომში ,,საქორწინო ხელშეკრულების სამართლებრივი რეჟიმი მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობების წარმოშობის შემთხვევაში“ განხილულია ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც საოჯახო სამართლის აქტუალურ საკითხებს მოიცავს. ნაშრომში წარმოდგენილი თემები ეხება როგორც მოქმედი კანონმდებლობის კოლიზიურ ნორმებს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივი ნორმების შედარებით ანალიზს. თავდაპირველად განხილულია ქორწინების ინსტიტუტის ისტორიული ასპექტები. აქვე საუბარია მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ საკითხებზე. წარმოდგენილია მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის წესი და მასთან არსებული პრაქტიკული მაგალითები, რომელიც უკავშირდება თანასაკუთრების გაყოფის წესს და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა მიერ, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების სამართლებრივი ხარვეზებს. სამაგისტრო ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმეთ საქორწინო ხელშეკრულების შეცვლის, შეწყვეტისა და ბათილობის საკითხებს, ასევე ვიმსჯელეთ ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებებზე. წარმოდგენილ ნაშრომში გადმოცემულია ისეთი საკითხები, რომლებიც მრავალი წელია საოჯახო სამართლის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაზედაც დაფუძნებულია ოჯახის განვითარების მომავალი და მეუღლეთა თანასწორობის პრინციპი. რაც შეეხება მეუღლეთა შორის სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობებს ნაშრომზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ ახლებურად წარმოგვეჩინა აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობა და აქტუალობა.kaსამართალისაქორწინო ხელშეკრულებაქორწინების ინსტიტუტიმეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის წესიმეუღლეთა თანასწორობის პრინციპისაქორწინო ხელშეკრულების სამართლებრივი რეჟიმი მეუღლეთა ქონებრივი უფლება-მოვალეობების წარმოშობის შემთხვევაშიmaster thesis