ჯორბანაძე, სანდროცინცაძე, გვანცაგვანცაცინცაძე2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1133ინტერნეტის შექმნამ დააკავშირა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ადამიანები, ამასთან, შექმნა საავტორო უფლებების დარღვევის უპრეცედენტო საფრთხე. სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ-ფორუმების გააქტიურებამ გაართულა საავტორო უფლებების აღსრულება და ამასთან, ზღვარი, თუ რა უნდა იყოს და არ უნდა იყოს დაცული საავტორო სამართლით, გააუფერულა. საავტორო და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ჩამოყალიბებას რამდენიმე თეორია უდევს საფუძვლად, მათი საერთო აზრი ისაა, რომ ინდივიდისა და საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია კულტურა, კულტურას კი ქმნიან ავტორები, რომელთაც საკმარისი მოტივაცია (მათ შორის, ფინანსური) უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ გააგრძელონ ნაწარმოებების შექმნა. ავტორების ინტელექტუალური შრომის დაფასება სამართლიანია და ამასთან, საერთო კეთილდღეობის ერთ-ერთი წინაპირობაა. საავტორო უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.ინტერნეტ-მეკობრეობასთან ბრძოლის საშუალებები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციები და ინდუსტრიის მიერ ნებაყოფლობით დანერგილი პრაქტიკა. ასევე განასხვავებენ ჩარევა მეკობრეობის რომელ მხარეს ეხება: მოხმარებას თუ მიწოდებას. საავტორო უფლების დაცვის სფეროში მოქმედებს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც აწესებენ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელთა დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან, მიზნად ისახავენ აღსრულების მექანიზმების დანერგვასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობას.kaსასამართლო აკრძალვასაავტორო უფლებებიდირექტივაინტერნეტსივრცეში ნაწარმოების უნებართვოდ გამოყენება და მასთან ბრძოლის საშუალებებიmaster thesis