გელდიაშვილი, ნუნუნუნუგელდიაშვილიGeldiashvili, NunuNunuGeldiashvili2025-02-252025-02-252023-10-06https://sjifactor.com/masterlist.php?area=all&country=all&ord=sjif&page=58https://openscience.ge/handle/1/7964ლექსიკა-ფრაზეოლოგიის თემატურ კლასიფიკაციაში ერთ-ერთ მნიშნელოვან სეგმენტს ღვინის ხარისხთან დაკავშირებული ჯგუფი ქმნის, რაც, უდავოდ, მიგვანიშნებს, რომ ქართველებისათვის მენტალურად ეს საკითხი ძალზე საყურადღებოა. მაგალითად, გამონათქვამები: ზედაშე ღვინო, მირონივით ღვინო, დევის სისხლი, მონათლული ღვინო, ქუდმოხდილი ღვინო, ხატის ღვინო, ნოეს ვაზის ღვინო, ღირსების ღვინო, ღვინოს ნაკბენი აქვს, ღვინოს ხელი აქვს... ქმნის განცდას და ზოგად სურათს იმისას, რომ ამ ადამიანთა სამყარო ორგანულადაა დაკავშირებული ღვინის წარმოებამოხმარებასთან; ისინი ასახავენ რა თავიანთ სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას ღვინოსთან მიმართებით, ამავდროულად, გამოხატავენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ღვინის ხარისხისადმი და არ შემოიფარგლებიან მისი, როგორც მხოლოდ სასმელის აღწერით. ცნობილია, რომ ღვინის მიღება-დაყენება-დავარგება ხანგრძლივი და უწყვეტი პროცესია. საუკეთესო ხარისხის მისაღწევად კი მას დროდადრო სჭირდება შემოწმება/დაჭაშნიკება, ანუ ორგანოლეპტიკური ანალიზი, ე. ი. დეგუსტაცია. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, გამოვიკვლიოთ ღვინის დაყენება-დავარგების პროცესში რა პარამეტრებით ხდებოდა ღვინის შეფასება და რომელი ლექსიკური ერთეულები/ფრაზეოლოგიური გამონათქვამები გამოიყენებოდა ამ დროს; რამდენად მდიდარია ამ მხრივ ქართული ენა, რა ენობრივი შესაძლებლობა გააჩნია და ქართველი ერის რა მენტალური თვისებებია თავმოყრილი/მოაზრებული მათში; რა ლინგვოკულტუროლოგიური პარადიგმა ყალიბდება ამ მიმართებით. კვლევამ ცხადყო, რომ დეგუსტაცია/დაჭაშნიკება საფეხურებრივი პროცესია და მოიცავს: ღვინის მხედველობით, ფერის მიხედვით შეფასებას (წითელი, თეთრი ვარდისფერი, ცისფერი, ანკარა, კრიალა, ნათელი, შებურული, შემღვრეული, მღვრიე...); ყნოსვით (ღვინის სურნელის) შეფასებას (ყვავილების: აკაციის, ვარდის, გვირილის, იის, ცაცხვის ყვავილის, ხილის/ციტრუსების: ფორთოხლის,ლიმონის, გრეიპფრუტის, ლიმონის ცედრის, ალუბლის, მარწყვის, მოცხარის, ჟოლოს...) და გემოვნებით შეფასებას (პირის მბლანდველი, ჭყაპურტა, მარახოში, დაძმარებული...). ხაზგასასმელი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ ქართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ასევე ღვინოში ალკოჰოლის შემცველობას და სისქეს (ღვინის აღნაგობას). ღვინის სიმაგრე თრობის სიძლიერით გაიზომებოდა და მის გამოსახატავად არაერთი ლექსიკური და ფრაზეოლოგიური ერთეული დასტურდება: სხეულიანი, ძლიერი, ხორციანი, წიაღიანი, ძარღვიანი, ძაბუნი, საქალებო, შუშხუნა... ამდენად, ანალიზი ადასტურებს, რომ ქართველები უდიდეს მნიშვნელობას ყოველთვის ანიჭებდნენ ღვინის ხარისხს, რაც გამოკვეთილად აისახა კიდეც ენის ლექსიკურ ფონდში, განსაკუთრებით კი ფრაზეოლოგიაში, რამეთუ, სწორედაც მათშია საუკეთესოდ ასახული ერის მენტალობა, მატერიალური თუ სულიერი კულტურა. მართლაც, კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ჭეშმარიტებას, რომ „ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა“ (ჰუმბოლდტი).In the thematic classification of vocabulary and phraseology, one of the significant segments is the group related to the quality of wine, which, undoubtedly, indicates that this issue is very important for Georgians mentally. For example, the sayings: wine like chrism, demon's blood, baptized wine, icon wine, wine of Noah's vine, wine of dignity,... creates a feeling and a general picture that the world of these people are organically connected with the production and consumption of wine; They reflect their spiritual and physical state in relation to wine, at the same time, they express a special attitude towards wine and do not limit themselves to describing it as just a drink. It is well known fact that wine making is a long and continuous process. In order to achieve the best quality of wine, it needs to be inspected periodically, i.e. to lead the organoleptic analysis or tasting. Our task is to investigate what parameters were used to evaluate the wine during the process of making wine and which lexical units/phraseological expressions were used at that time; How rich is the Georgian language in this regard, what linguistic possibilities it has and what mental qualities of the Georgian nation are gathered/conceived in them; What linguistic and cultural paradigm is formed by this relation. The analysis confirms that Georgians have always attached great importance to the quality of wine, which was clearly reflected in the lexical fund of the language, especially in phraseology, because it is in them that the nation's mentality, material and spiritual culture is best preserved/reflected. Indeed, once again the truth is understood that "language is the soul of a nation and the soul of a nation is its language" (Humboldt).kaღვინის ხარისხის შეფასების პარამეტრებიდეგუსტაცია / დაჭაშნიკებალექსიკა-ფრაზეოლოგიაქართული ეროვნული მენტალობალინგვოკულტუროლოგიური პარადიგმაEvaluation of Wine ParametersInspected periodically/ tastingVocabulary and phraseologyGeorgian National MentalityLinguistic and cultural paradigmEvaluation of Wine Parameters and the Georgian National Mentality Expressed in Themღვინის შეფასების პარამეტრები და მათში გამოხატული ქართული ეროვნული მენტალობაjournal article10.52340/idw.2023.22