ჭკუასელი, ქეთევანChkuaseli, Ketevanპოპიაშვილი, ნინონინოპოპიაშვილიPopiashvili, ninoninoPopiashvili2025-11-042025-11-042024https://openscience.ge/handle/1/8631დისერტაცია ეხება ეთნიკური უმცირესობების სწავლებას საბჭოთა დაპოსტსაბჭოთა საქართველოში აფხაზური და ოსური ენების მაგალითზე. ნაშრომიწარმოადგენს მეცნიერულად შეუსწავლელ საკითხს, რადგან აფხაზური და ოსური ენებისსწავლების შესახებ კომპლექსური სამეცნიერო კვლევა დღემდე არ ჩატარებულა. დისერტაციაში განხილულია აფხაზური და ოსური ენების სწავლებისთავისებურებები მე-19 საუკუნეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისპერიოდში, საბჭოთა ეპოქაში და პოსტსაბჭოთა საქართველოში. კვლევაში სათანადოადგილი ეთმობა აფხაზური და ოსური ენების სწავლების თანამედროვე მდგომარეობასროგორც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე აფხაზეთსა და ცხინვალისრეგიონში/სამხრეთ ოსეთში. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ქართველიმეცნიერებისათვის რთულია აფხაზური და ოსური მხარისაგან სათანადო ინფორმაციისმოპოვება, ჩვენი სამეცნიერო კონტაქტების გათვალისწინებით, მოვიპოვეთ მონაცემებიაფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საგანმანათლებლო პროცესებისშესახებ, ასევე, აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხებზე. ნაშრომი აგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. პერიოდიზაციის პრინციპად განისაზღვრა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები და ცვლილებები, რაც იწვევდა კვლევისათვის აქტუალური საკითხების სისტემურ ცვლილებებს. აფხაზური და ოსური ენების სწავლების განხილვისას ვიყენებთ შედარებითი კვლევის მეთოდებს, ნარატიულ მეთოდს, დოკუმენტაციის ანალიზს, ემპირიული კვლევის მეთოდებით განვიხილავთ პოსტსაბჭოთა ეპოქაში აფხაზური და ოსური ენების სწავლების თავისებურებებს. კვლევის ძირითადი დასკვნებია: აფხაზური და ოსური ენების სწავლება დასაწყისიდანვე მიმდინარეობდა ქართული საგანმანათლებლო სივრცეების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით; აფხაზური და ოსური ენების სწავლებისას რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის საგანმანათლებლო პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში ურთიერთმსგავსია; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921 წ. წ.) საკანონმდებლო ბაზა განსაზღვრავდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების გამოყენებისა და ამ ენებზე სწავლების შესაძლებლობებს; მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში აფხაზური და ოსური ანბანების ცვლილებები ხასიათდებოდა მსგავსი ტენდენციებით და განპირობებული იყო საბჭოთა კავშირის ენობრივი პოლიტიკით; აფხაზური და ოსური ანბანების ხშირი ცვლილება საფრთხეს უქმნიდა აფხაზურენოვან და ოსურენოვან საგანმანათლებლო პროცესს, ორიგინალური აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ლიტერატურის შექმნას; მე20 საუკუნის 60-80-იანი წლებში აფხაზური და ოსური ენების სწავლება ხასიათდება სტაბილურობით. ამ პერიოდში სწავლება დაემყარა რუსულ ანბანს და სწავლების ძირითადი ენა გახდა რუსული, აღარ იცვლება ანბანები, გამოიცემა სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლას აგრძელებს თბილისის უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში; მე-20 საუკუნის 90-იან წლებში წარმოქმნილმა ქართულ-ოსურმა და ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტებმა და შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა, ასევე, 2008 წლის ომმა, მნიშვნელოვნად დააზარალა საგანმანათლებლო პროცესები, მათ შორის, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და ქართულენოვანი განათლება; საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რამდენიმე ინიციატივასა და პროგრამას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის; აფხაზ და ოს ახალგაზრდებს აქვთ საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა; რუსული ენა დიდ გავლენას ახდენს აფხაზური და ოსური ენების მოხმარებაზე, რუსულენოვანი სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება იწვევს აფხაზურ და ოსურ ენებზე ორიგინალური ლიტერატურისა და თარგმანების შემცირების ტენდენციას; აფხაზური და ოსური ენების სწავლება როგორც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეიცავს ხარვეზებს, აფხაზურ და ოსურ ენებს ახალგაზრდები ნაკლებად იყენებენ ფორმალურ გარემოში, პროფესიებში. ნაშრომის დასასრულს წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც ეხება აფხაზური და ოსური ენების სწავლების გაუმჯობესებას.The paper is about the issues of teaching ethnic minorities in Soviet and post-Soviet Georgia on the example of Abkhazian and Ossetian languages. The research is a scientifically unstudied issue, because no special scientific research has been conducted on the teaching of Abkhazian and Ossetian languages. The dissertation discusses the peculiarities of teaching Abkhazian and Ossetian languages in the 19th century, during the period of the Democratic Republic of Georgia, in the Soviet era and in post-Soviet Georgia. In the research, a proper place is given to the modern state of teaching Abkhazian and Ossetian languages both in the controlled territory of Georgia and in Abkhazia and Tskhinvali region/South Ossetia. Although it is currently difficult for Georgian scientists to obtain appropriate information from the Abkhazian and Ossetian sides, taking into account our scientific contacts, we have obtained data on issues related to the teaching of the Abkhazian and Ossetian languages. The research is structured in chronological order. Important political events and changes were determined as the principle of periodization, which caused systematic changes in important issues for research. In the research of Abkhazian and Ossetian language teaching, we use comparative research methods, narrative method, documentation analysis, and use empirical research methods to investigate the peculiarities of Abkhazian and Ossetian language teaching in the post-Soviet era. The main conclusions of the research are: The teaching of Abkhazian and Ossetian languages was carried out from the beginning with the involvement and active participation of Georgian educational spaces; In teaching the Abkhazian and Ossetian languages, the educational policies of the Russian Empire and the Soviet Union are often similar; In the Democratic Republic of Georgia (1918-1921), there were opportunities to use the languages of ethnic minorities living in Georgia and to teach in these languages; In the 20s-50s of the 20th century, the changes of the Abkhazian and Ossetian alphabets were characterized by similar trends and were determined by the language policy of the Soviet Union; Frequent changes of Abkhazian and Ossetian alphabets threatened the Abkhazian and Ossetian educational process, the creation of original Abkhazian and Ossetian literature; In the 60-80s of the 20th century, the teaching of Abkhazian and Ossetian languages was characterized by stability. During this period, the alphabets no longer change, school and university textbooks are published, a significant part of Abkhazian and Ossetian young scientists continue their studies at a University of Tbilisi and scientific-research centers; The GeorgianOssetian and Georgian-Abkhazian conflicts and armed conflicts that arose in the 90s of the 20th century, as well as the 2008 war, significantly affected educational processes, including Abkhazian, Ossetian, and Georgian education; The government of Georgia implements several initiatives and programs for entrants living in the occupied territories of Georgia; Abkhaz and Ossetian youth lack access to international education; Russian language has a great influence on the usage of Abkhazian and Ossetian languages, Russian-language school and university education causes a tendency to reduce the original literature and translations in Abkhazian and Ossetian languages; The teaching of Abkhaz and Ossetian languages both in the controlled territory of Georgia and in Abkhazia and Tskhinvali region/South Ossetia contains errors, Abkhazian and Ossetian languages are rarely used by young people in formal environment and professions. At the end of the paper, recommendations are presented regarding the improvement of the teaching of Abkhazian and Ossetian languages.kaეთნიკური უმცირესობების სწავლებასაბჭოთა საქართველოპოსტსაბჭოთა საქართველოაფხაზური ენაოსური ენაteaching ethnic minoritiesSoviet Georgiapost-Soviet GeorgiaAbkhaz languageOssetian languageეთნიკური უმცირესობების ენების სწავლების თავისებურებები საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში (აფხაზური და ოსური ენების მაგალითზე)Peculiarities of teaching ethnic minorities in Soviet and post-Soviet Georgia (on the example of Abkhazian and Ossetian languages)doctoral thesis