ხარაიშვილი, ანაგაჩეჩილაძე, გიორგიგიორგიგაჩეჩილაძე2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1130ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი უფლებაა, სწორედ ამიტომ საჭირო გახდა მისი სამართლებრივად დაცვა, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, წარმოაჩინა რომ ადამიანთა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა უკვე ვეღარ წესრიგდებოდა მხოლოდ ტრადიციებისა და ეთიკის ნორმების ხარჯზე, საჭირო გახდა რომ, ეს ურთიერთობა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებულიყო. სამედიცინო სფეროს უმთავრესი და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი -ექიმია, როგორც ამბობენ, ექიმობა ის პროფესიაა, რომელიც ყველგან თანაბრად მოქმედებს, მას არ აქვს საზღვრები და არ გააჩნია შეზღუდვები, როგორც ცნობილია ექიმი ყველგან ექიმია, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, ღია ზღვასა თუ ჰაერში. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი შემოუნახავს ისტორიას და კიდევ არაერთს შევხვდებით ჩვენს რეალობაში. სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა პროფესიებისგან, სწორედ ეს აძლევს მას იმ განსაკუთრებულობის შესაძლებლობას რაც ამ პროფესიას გააჩნია. ექიმის სტატუსი იმის გარანტია რომ ამ ადამიანს უკვე გააჩნია ის პასუხისმგებლობა რომ ყველგან და ყოველთვის დაიცავს იმ უძვირფასესს რასაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ მიიყვანა კაცობრიობა იმ დასკვნამდე რომ საჭირო იყო მკაცრად გაკონტროლებულიყო ეს სფერო, როგორც სამედიცინო პერსონალის ასევე პაციენტების უფლება-მოვალეობების კუთხით, ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიურად მოხდა ამ სფეროს რეგულირებისკენ შესაბამის ნაბიჯების გადადგმა, შეიქმნა სხვადასხვა სპეციალური კანონი, ასევე მოხდა საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება, რათა აქტიურად მომხდარიყო პაციენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. საქართველოში მოქმედი კანონები ერთ-ერთი თანამედროვე და ჩვენს რეალობას ზუსტად მორგებული სამართლებრივი აქტებია, მაქსიმალურად არის მოწესრიგეული სიტუაციის განვითარების ყველა შესაძლო სცენარი, მაგრამ არის მაინც გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით კი ექიმთა მოქმედებებისა და მათი უფლებების დაცვის მხრივ.kaსამედიცინო საქმიანობასამედიცინო პერსონალიპაციენტის უფლება-მოვალეობებისამედიცინო პერსონალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტიშედარებით-სამართლებრივი კვლევაmaster thesis