ხუბაშვილი, თამარყიფიანი, ნინონინოყიფიანი2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/1024საკუთრების უფლება ისეთი ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მხოლოდ არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების იგნორირება, გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა“. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის, მისი ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, არის და იქნება მომავალშიც, რის გამოც, გადავწყვიტე ჩემს სამაგისტრო ნაშრომში განმეხილა სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები, შეზღუდვის სახეები, პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები და დამესახა მათი გადაჭრის შესაძლო გეგმები. ნაშრომი შესრულებულია კვლევის შედარებითი და ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით და შედგება 6 ძირითადი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოკლედ არის მიმოხილული საკუთრების ულების ცნება და შინაარსი, საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნება. მეორე ნაწილში განხილულია საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, საკუთრების შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლები და ფარგლები ქართული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეზღუდვას. ნაშრომის მესამე ნაწილი ეთმობა საკუთრების უფლების შეზღუდვის სამოქალაქოსამართლებრივ საფუძვლებს, განხილულია საკუთრების უფლების შეზღუდვის ფარგლები სამეზობლო სამართლის კუთხით, განხილულია უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე საფრანგეთის სასამართლოს პრაქტიკა და აუცილებელი გზის სამართლებრივი ბუნება ქართული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, ასევე, პრაქტიკაში არსებული პრობლემები და შემოთავაზებულია მათი გადაჭრის ჩემეული ხედვა.kaსაკუთრების უფლების ცნება და შინაარსისაკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლებისახელშეკრულებო ფარგლებისაკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლებიmaster thesis