ცერცვაძე, გიორგითოდუა, თეონათეონათოდუა2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/1033წინამდებარე ნაშრომი ეხება ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებასა და მისი ნამდვილობის წინაპირობებს. ნაშრომში მიმოხილულია ელექტრული ფორმით ხელშეკრულების დადების ცალკეული მეთოდები და პრობლემური საკითხები. ნაშრომის შესავალი ნაწილი მოიცავს კვლევის ფარგლებს, მეთოდებსა და თემის ზოგად სტრუქტურას. საკითხის აქტუალურობა მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა თუ რა როლი უკავიათ თანამედროვე სამყაროში ელექტრონული ფორმით დადებულ ხელშეკრულებებს. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ტექნიკის სწრაფი განვითარება საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარებამ რადიკალურად შეცვალა და ბევრი მიმართულებით გაამარტივა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება. კომპიუტერისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით არის შესაძლებელი დროის უმცირეს მონაკვეთში მონაცემების მოძიება, შესწავლა თუ ადამიანებს შორის სასურველი ინფორმაციის გაცვლა. თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად უამრავი ისეთი საკითხის გადაწყვეტა ხდება, რომელსაც წარსულში უამრავი ადამიანური რესურსი ეთმობოდა. მსგავს საკითხთა შორის გახლავთ ელექტრონული საშუალების გამოყენებით ხელშეკრულების დადება. ინტერნეტი არ „ემორჩილება“ არც ერთი ქვეყნის საზღვრებს, ხშირად, „უგულებელყოფს“ ამა თუ იმ ქვეყნის იურისდიქციას. ამავე დროს კი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება ე.წ. „ელექტრონული კომერცია“ (Electronic Commerce – “E-Commerce”) .kaხელშეკრულების როლი თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობებშიხელშეკრულების ფორმასაერთაშორისო-სამართლებრივი რეგულირებაელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და ნამდვილობის წინაპირობებიmaster thesis