ზოიძე, ბესარიონკიკნაძე, ანაანაკიკნაძე2019-12-162019-12-162019https://openscience.ge/handle/1/1113საკუთრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფის საკუთრების ხელშეუხებლობას საჯარო ხელისუფლების მხრიდან (სტატუს ნეგატივუს), ხოლო მეორე მხრივ, იგი განამტკიცებს საკუთრების ინსტიტუტის ობიექტურ-სამართლებრივ გარანტიებს . საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. აღნიშნული უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მესაკუთრის უფლებამოსილებას, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, განკარგოს იგი საკუთარი შეხედულებისამებრ. საკუთრების არსებითი შინაარსი მდგომარეობს მის ექსკლუზიურობაში, ყველა ადამიანი გამორიცხოს სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას, დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას. „თანამედროვე სამართალში საკუთრება ფიზიკური პირის ისეთი განუყოფელი თვისებების შედეგია, როგორიცაა თავისუფლება და თავისუფალი ნება, რომელიც ყველას კუთვნილებაა და უფრო მეტიც, სწორედ ეს საყოველთაობა არის სამართლის სფეროში ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი.kaუძრავი ქონების შეძენაკეთილსინდისიერების პრინციპისაქართველოს სასამართლო პრაქტიკაუძრავი ქონების კეთილსინდისიერი შეძენასასამართლო პრაქტიკის ანალიზიmaster thesis