ბოგვერაძე, ნინოსაცერაძე, სალომესალომესაცერაძე2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/1004სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით აღიარებული აბსოლუტური უფლებაა, აღნიშნული უფლება მჭიდროდ უკავშირდება და ფაქტობრივად არ არსებობს ჯანმრთელობის უფლებისგან დამოუკიდებლად. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სიცოცხლისა და შესაბამისად ჯანმრთელობის უფლების დაცვის მექანიზმები და შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს პირის მიერ არა მხოლოდ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას, არამედ მყარი თავდაცვის მექანიზმს არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების შემთხვევაში. ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ აქტუალურია, რის ნათელ დადასტურებასაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ამ უფლების სასამართლო წესით დაცვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების სიუხვე წარმოადგენს. ამ მდგომარეობის პირდაპიპროპორციულად იზრდება საზოგადოების მოთხოვნა ჯანმრთელობის უფლების სათანადო დაცვაზე, როგორც საკანონმდებლო, ასევე ეროვნული სასამართლოების დონეზე. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავას განიხილოს საქართველოს 1 კანონმდებლობით განსაზღვრული პაციენტის უფლებები და გამოკვეთოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები. ნაშრომში განხილულია სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტთა უფლებების დარღვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, მორალური და მატერიალური თვალსაზრისით. ნაშრომი ეხება ასევე პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისაგან მორალური ზიანის მოთხოვნის საკითხი გარდაცვლილი პირის „ახლობელთა“ მიერ. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოში არსებული პრაქტიკა ამ კუთხით გააკრიტიკა. კვლევის მეთოდად გამოყენებულია შემეცნების, სამეცნიერო ზოგადი - ლოგიკური მეთოდი, სისტემური ანალიზი, ანალოგია და ფორმალურ-იურიდიული კვლევის მეთოდები. ნაშრომი შედგება შესავალი, დასკვნისა და სამი თავისაგან. მეორე თავი მიზნად ისახავს განიხილოს პაციენტთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პაცინტთა უფლებები. მესამე თავი მიზნად ისახავს განსაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისათვის მიყენებული ზიანის სახეები და განმარტავს მათ. მეოთხე თავი ეძღვნება ზიანის იმ ტიპებს, რომელის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც აქვს პაციენტს სამედიცინო დაწესებულების მიერ, მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში. ამ თავში ასევე განხილულია პაციენტის „ნათესავის“ მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხი სამედიცინო დაწესებულების მიერ განხორციელებული არასწორი მკურნალობის შედეგად, პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში.kaპაციენტის უფლებებიინფორმირებული თანხმობაპაციენტისთვის მიყენებული ზიანისამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტის უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლებიmaster thesis