ახალკაცი, ეკატერინეროსტიაშვილი, მერაბმერაბროსტიაშვილი2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/1026სამართლის სუბიექტები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ ურთიერთნდობისა და პატივისცემის საფუძველზე. სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებამდე ცდილობენ შეარჩიონ კეთილსინდისიერი და სანდო კონტრაჰენტი, რათა ნაკისრი ვალდებულებები მხარეებმა ნებაყოფლობით შეასრულონ. მართლაც, დიდი ნაწილი ვალდებულებებისა ნებაყოფლობით სრულდება და მხოლოდ გარკვეული ნაწილი ხდება სადავო და სასამართლო განხილვის საგანი. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის იქნა შემოღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები, რომელიც აიძულებს ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგება წარმოადგენს მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგს, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ გარიგების სამომავლო შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. გარიგების გაცნობა და მისი შინაარსის გაანალიზება დასტურდება მხარეთა ხელმოწერით. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა შესაბამისად ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს ან შეიბოჭოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით. მხარეებს შეუძლიათ მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოსალოდნელი დარღვევის შედეგები, წინასწარ გაითვალისწინონ და ვალდებულების შესრულების ეფექტურ მექანიზმად განსაზღვრონ სასამართლოს გარეშე ვალდებულების შესრულების სწრაფი და ეფექტური აღსრულების მექანიზმის შემოღება როგორ წესი გარიგებები მისი შინაარსის მიხედვით და შესასრულებელი ვალდებულებების სიმძიმის მიხედვით, მხარეთა ინტერესების დასაცავად წარმოდგენილი უზრუნველყოფილი სახით. უმეტესად გარიგებათა უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება. სამოქალაქო კანონმდებლობა, სასამართლო ჩარევის გარეშე უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის ფორმად, უშვებს უზრუნველყოფის საგნის სპეციალისტის მეშვეობით რეალიზაციას (რაც არ ითვლება იძულებით აღსრულებად) და ქონების რეალიზაციაზე/თანხის დაკისრებაზე ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს აღსრულება ქვემდებარე აქტს.kaნოტარიუსის როლი გარიგებებშიიპოთეკის ცნებავალდებულების არსებობანოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების სპეციფიკაmaster thesis