ჩიტაშვილი, ნათიაჯიღაური, ნინონინოჯიღაური2019-12-052019-12-052019https://openscience.ge/handle/1/911ბოლო პერიოდში უმრავლესობის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და პრობლემად იქცა პროცენტის გადახდა ფულადი ვალდებულების შესრულებისას. დღითი დღე იზრდება რაოდენობა ნებისმიერი სახით გაცემული სესხების. აქტუალურია საბანკო ურთიერთობაში მონაწილეობა. ეს ყველაფერი განპირობებულია საზოგადობისა და ცხოვრების განვითარებით, რომ მათ ფურო მეტი ფულადი სახსრები სჭირდებათ ვიდრე აქამდე. ასეთ შემთხვევაში ადამიანის „ხსნა“ ფულადი ვალდებულების აღებაშია, რასაც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები გააჩნია. დადებითი უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ ადამიანი იღებს ფულს მაშინ როცა სჭირდება, ხოლო უარყოფითია ის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს ფულად ვალდებულებას, იქნება ეს პროცენტს გადახდა (ზედმეტი სახსრების გაღება), პროცენტის გადაუხდელობა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ. სამაგისტრო ნაშრომში ყურადღება იქნება გამახვილებული ფულად ვალდებულებებზე, მის ცნებასა და თავისებურებებზე, ასევე, პროცენტის გადახდაზე მაშინ, როცა ფულადი ვალდებულების შესრულება ვადაგადაცილებულია. გარდა ამისა, დიდი ადგილი დაეთმობა ზემოთხსენებულის მიმართებას ზიანის ანაზღაურებასთან და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნებათ. ნაშრომში განხილული იქნება ის საკითხები, რასაც როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში ვხვდებით აღნიშნულ ინსტიტუტთნ დაკავშირებით და მოყვანილი იქნება სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა. ნაშრომის მიზანია გამოიკვეთოს ის პრობლემები, რაც უარყოფითად ახასიათებს ფულად ვალდებულებებს. მოხდება ამ პრობლემის მოგვარების გზების დასახვა სამოქალაქო სამართლებრივი თვალსაზრისით.kaპროცენტიფულადი ვალდებულებაპირგასამტეხლოპროცენტის გადახდა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისასმიმართება ზიანის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნებთანmaster thesis