რუსიეშვილი, მანანაRusieshvili, Mananaნამიჭეიშვილი, ხატიახატიანამიჭეიშვილიNamicheishvili, KhatiaKhatiaNamicheishvili2025-03-142025-03-142024https://openscience.ge/handle/1/8240მეტაფორის კვლევა განსაკუთრებულად აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამის მიზეზი თანამედროვე ცხოვრების სტილი და მისი თანმდევი ტენდენციები, მაგალითაც სოციალური ქსელების, სარეკლამო სფეროსა და ციფრული მედიის განვითარება უნდა იყოს. თანამედროვე სამყაროს ტენდენციები, ელექტრონულ მედიაში კომუნიკაციის ნახევრადვერბალური ან არავერბალური გზებისადმი მზარდი ინტერესი, სტილისტური ხერხებისა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზების თავისებურებებისადმი ჩემი ინტერესი, გახლავთ საკითხით დაინეტრესების მიზეზები. საინტერესოა როგორ ხდება მეტაფორის რეალიზება არავერბალური გზით ელექტრონულ მედიაში, როგორც ეს სურათხატოვანი მეტაფორის შემთხვევაში გვაქვს მოცემული. წინამდებარე ნაშრომი ელექტრონულ მედიაში, კონკრეტულად, პრესასა და სოციალურ ქსელში არსებული სურათხატოვანი მეტაფორის ნიმუშებზე დაკვირვებით, შეისწავლის ამ ტიპის მეტაფორის გამოვლინების ფორმებსა და ფუნქციებს ელექტრონულ მედიაში. პრესიდან მოყვანილი მაგალითები მოიცავს ქართულ და ინგლისურენოვან ინტერნეტგამოცემების სტატიებს, თანდართულ ფოტოებთან ერთად. სოციალური ქსელიდან აღებული მასალა მოიცავს ფეისბუკზე ფართოდ გავრცელებულ მიმებსა და გიფებს. კვლევისას გამოყენებულია თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგია. შესაბამისად, დისერტაცია მოიცავს თეორიულ კვლევას, რომელიც წარმოდგვიდგენს ელექტრონულ მედიაში სურათხატოვანი მეტაფორის გამოყენების ფორმებისა და ფუნქციების კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ მოდელს და პრაქტიკულ კვლევა-ექსპერიმენტს, რომელიც ადასტურებს დისერტაციაში წარმოდგენილ თეორიულ ცოდნას. კვლევის თეორიული საფუძველი გახლავთ კონცეპტუალური მეტაფორის კვლევა (Lakoff & Johnson, 1980) და, კონკრეტულად, ჩარლზ ფორსვილის (Forceville, 2016) მიერ შემოთავაზებული თეორია, რომელშიც გამოიყოფა ოთხი ტიპის სურათხატოვანი მეტაფორა. დისერტაციაში განხილული მაგალითები არავერბალური ან ნაწილობრივ ვერბალური კომუნიკაციის ნიმუშებია; შესაბამისად, ხდება მათი მისადაგება იაკობსონის საკომუნიკაციო მოდელთან (Jakobson, 1960). დისერტაციის დასკვნაში შეჯამებულია ნაშრომში წარმოდგენილი თეორიული კვლევისა და განხილვა-შესწავლის შედეგები. დისერტაციას თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია, სადაც წარმოდგენილია ნაშრომში გამოყენებული სამეცნიერო პუბლიკაციების შესაბამისი ბმულები. აგრეთვე, იმ ელექტრონულ გამოცემათა და ფეისბუქ გვერდების ბმულები, საიდანაც ამოკრეფილია ნაშრომში განხილული მაგალითები.Studying metaphor has become particularly relevant and important since the second half of the twentieth century. The reason for this should be the modern lifestyle and its trends, such as the development of social networks, advertising and digital media. The trends of the modern world, the growing interest in semi-verbal or non-verbal forms of communication in digital media, my personal interest in stylistic methods and the peculiarities of their realization in everyday life, are the reasons for my interest in the issue. It is interesting how the metaphor is used in a non-verbal way in the electronic media, as we can see it in the case of pictorial metaphor. This thesis observes the patterns of pictorial metaphor in the electronic media, specifically in the online press and Facebook and studies the forms and functions of the manifestation of metaphor. Examples from the press include articles from English and Georgian online press, with accompanying photographs. Social media content includes memes and GIFs that are widely spread on Facebook. This research buses qualitative and quantitative research methodology. Accordingly, the thesis includes a theoretical study that presents a complex, multidisciplinary model of forms and functions of pictorial metaphor in electronic media, and practical research-experiment that confirms the theoretical knowledge presented in the thesis. The theoretical basis of the study is conceptual metaphor research (Lakoff & Johnson, 1980) and, specifically the theory proposed by Charles Forceville (Forceville, 2016), in which four types pictorial metaphors are distinguished. The examples discussed in the thesis are non-verbal or semi-verbal communication patterns; Accordingly, they are adapted to Jakobson’s communication model (Jakobson, 1960). The conclusion of the thesis summarizes the results of the theoretical research and discussion-study presented in the paper. The thesis is accompanied by a list of used scientific literature, where relevant links to the scientific publications used in the work are presented. Also, links to the online newspapers, journals and Facebook pages from which the examples discussed in the paper are taken.kaსურათხატოვანი მეტაფორა ინგლისურ და ქართულ ელექტრონულ მედიაშიtext::thesis::doctoral thesis