ჯორბენაძე, სანდროსოფიკო გუმბარიძე2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1132კონტრაფაქცია წარმოადგენს მზარდ, გლობალურ საფრთხეს. კონტრაფაქცირებული საქონელი საზიანოა ადამიანის ჯანრმთელობისა და უსაფრთხოებისათვის. მას ასევე უარყოფითი ასახვა აქვს ინდუსტრიებსა და ეკონომიკაზე. ნაშრომი ასახავს და განაპირობებს კონტრაფაქციის დეფინიცირებას უცხო კანონმდებლობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზის საფუძველზე, კონცენტრაციას ახდენს კონტრაფაქციიდან წარმოშობილ რისკებზე, მათთან დაკავშირებულ სანქციებსა და რეკომენდაციებზე. საქართველომ, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით (ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის) არაერთი ვალდებულება იკისრა, მათ შორის იყო ინტელექტუალური საკუთრების სფეროში იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც შედეგად უფლებათა მაღალ დონეზე დაცვას და კანონის პრაქტიკაში ეფექტურ გამოყენებას განაპირობებდა. ნაშრომში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო სისტემასთან ჰარმონიზების საკითხებია განხილული, შეფასებულია ეროვნულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და შემოთავაზებულია მომავალში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებული დეტალები.kaკონტრაფაქციასასაქონლო ნიშნებისისხლისსამართლებრივი დანაშაულისაქონლის კონტრაფაქციაქართული კანონმდებლობის მიმოხილვა DCFTA-ს კონტექსტში; შედარებითი ანალიზი უცხოურ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკასთან)master thesis