ბახსოლიანი, ნანანანაბახსოლიანიBakhsoliani, NanaNanaBakhsoliani2025-04-282025-04-282008https://openscience.ge/handle/1/8568„დიდი კაპადოკია ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ჩახევარში” გვიანხეთური ხანის აღმოსავლეთ მცირე აზსიის დღემდე ნაკლებად შესწავლილ სამეფო-სამთავროთა ისტორიული გეოგრაფიის, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და რელიგიის ისტორიის კომპლექსური კვლევა-ძიების სანიმუშო მაგალითია. მონოგრაფია ეფუმნება. ავტორმა პირვეელწყაროთა სერიოზულ ანალიხს მაქსიმალურად გამოიყენა ასურული, ურარტული ლურსმული, იეროგლიფურ-ლუვიური, ძველებრაული, ძველსპარსული და ლათინური წერილობითი ძეგლები. ისტორიულ პირველწყაროთა სახით მ“ნოგრაფიაში ფართოდაა მოხმობილი აღმოსავლეთ მცირე აზიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძე. წ. I ათასწლეულის პირეელი ნახევრით დათარიღებული არქეოლოგიური მასალა. გათვალისწინებულია ენობრივი მონაცემები (ეთნონიმიკა, ტოპონიმიკა, ჰიდრონიმიკა, ორონიმიკა..). ასევე სრულადაა წარმოჩენილი საკვლევი პრობლემის ირგელიე არსებული ქართული და უცხოენოვანი მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა. უყურადღებოდ არც ლექსიკოლოგიური და კარტოგრაფიული ხასიათის გამოცემებია დარჩენილი. ავტორი არაერთ ახალ მოსაზრებას გვთავაზობს, რომელიც საშუალებას გეაძლევს გეიანხეთური ხანის სამე- ფო-სამთავროთა (თაბალი, თუნა, თუხანი, შინუხთუ, ხილაქუ, ის მუშქების ქვეყაჩა, მელიდი, გურგუმი, კუმუხი) ისტორიის ცალკეულ ასპექტებში ღრმად ჩავიხედოთ. დიდი „კაპადოკია უძველესი დროიდან მოყოლებული ქართველთა განსახლების ერთ-ერთ რეგიონადაა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, ისეთი ახალი ნაშრომის გამოქვეყნება, რომელიც ამ რეგიონის ისტორიის რეკონსტრუქციაში გვეხმარება, მისასალმებელია და ანგარიშგასაწევი. მოხარული ვარ, რომ ჩემს მიერ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაწყებული კვლევა-ძიებანი დღეგრძელდება და ჩვენი ცოდნა ძველაღმოსავლური სამყაროს შესახებ ახალი ფაქტებითა და მონაცემებით მდიდრდება.kaგვიანხეთური ხანის სამეფო-სამთავროები იეროგლიფურ-ლუვიური წარწერებილუვიური პანთეონიLate Hittite political entities, Hieroglyphic Luwian inscriptionsLuwian Pantheonდიდი კაპადოკია ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარშიGreat Cappadocia in the First Half of the Ist Millennium BCtext::book