ჩქოფოია, სოფობაიაძე, ნათიანათიაბაიაძეBaiadze, NatiaNatiaBaiadze2022-01-312022-01-312020https://openscience.ge/handle/1/2829სამაგისტრო ნაშრომი „ეთნიკური უმცირესობები და მათი ინტეგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებაში (ეთნიკური ქისტების მაგალითზე)“, ეძღვნება პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემების შესწავლას, მათი ინტეგრაციის საკითხს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ინტეგრაციის პროცესზე. ინტეგრაციის პრობლემა გამოიხატება ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს შორის გახშირებული კონფლიქტების არსებობაში, ასევე საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებით ქისტური თემის მიმართ. პრობლემას აქტუალურს ხდის ისიც, რომ ყოველწლიურად იმატებს იმ ქისტების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ პანკისის ხეობას და სირიის ომში მიდიან. ქისტების გადინება ხეობიდან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ინტეგრაციის პროცესზეც მწვავედ აისახება. ნაშრომის მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის თავისებურებების შესწავლა. ამ საკითხზე განხორციელებული კვლევებიდან ჩანს, რომ ქისტების მიმართ სახელმწიფო ინდიფერენტულია. სახელმწიფო არ ზრუნავს ქისტების ცნობიერების ამაღლებაზე, უფრო მეტიც, არ არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც ინტეგრაციის პროცესს გაამარტივებს. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა, სიღარიბე, რაც მიგრაციის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება დასახელდეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია არაბული ქვეყნებიდან ისლამის შემოდინება, რაც ინტეგრაციის პროცესს საგრძნობლად აფერხებს. ნაშრომში გამოვიყენეთ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, რომელთა საფუძველზე ნათლად ჩანს ეთნიკური უმცირესობების პრობლემები და გამოწვევები ინტეგრაციის საკითხში. ამასთანავე, ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმ ცვლილებებზე, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება ეთნიკური უმცირესობების კუთხით.The Master's thesis „Ethnic Minorities and the Issue of Their Integration in Georgian Society (on the Example of Ethnic Kists)“ is dedicated to the study of the problems of ethnic minorities living in the Pankisi Gorge, the issue of their integration into modern Georgian society and related problems. The work focuses on the factors that influence the integration process. The problem of integration is expressed in the existence of frequent conflicts between Kist and Georgian youth, as well as the stereotypical attitude of the society towards the Kist community. The problem is made actual that the number of Kists, leaving the Pankisi Gorge and going to war in Syria, is increasing every year. The outflow of Kists from the gorge, along with other important issues, is also reflected acutely on the integration process. The aim of the work is to study the peculiarities of the process of integration of Kists living in the Pankisi Gorge into the Georgian society. Studies on this issue show that the state is indifferent towards the Kists. The state does not care about raising awareness of the Kists, moreover, there is no action plan that will facilitate the integration process. Another important problem is poverty, which can be named as one of the contributing factors for migration. Particularly noteworthy is the influx of Islam from Arab countries, which hinders significantly the integration process. In the work, we used studies conducted by various organizations, which clearly show the problems and challenges of ethnic minorities in integration issues. In addition, the work focuses on the changes that have taken place in terms of ethnic minorities in recent years.kaპანკისის ხეობაეთნიკური უმცირესობების პრობლემებითანამედროვე ქართული საზოგადოებაქისტი და ქართველი ახალგაზრდებიეთნიკური უმცირესობები და მათი ინტეგრაციის საკითხი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში (ეთნიკური ქისტების მაგალითზე)Ethnic Minorities and the Issue of Their Integration in Modern Georgian Society (on the Example of Ethnic Kists)master thesis