გველესიანი, რევაზხიზანიშვილი, ანანოანანოხიზანიშვილი2019-12-022019-12-022019https://openscience.ge/handle/1/823ძლიერი და ქმედითი ეკონომიკური რეფორმების გატარებისთვის აუცილებელია ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც არ იქნება დიდად დამოკიდებული მიმდინარე მოვლენებზე, როდესაც ხშირია სოციალური სტრესები/დაძაბულობები და ზოგადად სოციალური მდგომარეობა მეტად არამყარია. დაბალ ლეგიტიმური ხელისუფლებისა და ისეთი საზოგადოების პირობებში, სადაც საშუალო ფენა ფაქტობრივად არ არსებობს, ეკონომიკური რეფორმის განხორციელების შესაძლებლობა ძალიან მცირეა, რადგან ასეთ რეფორმებს წინ უნდა უძღვოდეს საზოგადოების განათლება და თვითშეგნება. ზემოთ აღნიშნული სახის საზოგადოებაში ძალიან პრობლემატურია შეგენბული კოლექტიური მოქმედებების ორგანიზების საკითხი, რაც ეკონომიკური რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თითქმის შეუძლებელი ხდება გრძელვადიანი ინტერესების არსებობა და სახელმწიფო ხარჯებიც ძირითადად მოკლევადიანი ინტერესების რეალიზებას ხმარდება. ეს ყველაფერი მძიმე სოციალური მდგომარეობიდან და საზოგადოებრივი მოთხოვნილებებიდან გამომდინარეობს, რადგან ისეთ ქვეყნებში, სადაც კაპიტალიზმი მეფობდა, საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ასეთი დამოკიდებულების ეკონომიკური შედეგი არის შემოსავლების არაეფექტიანი განაწილება, ხარჯების კიდევ უფრო მეტად ზრდა და შესაბამისად, დაზოგვისა და ინვესტირების შემცირება, რაც იწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას.kaსახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებშისახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის განხორციელების თავისებურებები ვიშეგრადის ქვეყნებშისახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის შედეგები და განვითარების პერსპექტივები საქართველოშისახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკა თანამედროვე გამოწვევების წინაშეmaster thesis