ხალვაში, ხათუნაცინარიძე, ნუცანუცაცინარიძე2021-11-122021-11-122021https://openscience.ge/handle/1/2622წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსისტეტის განათლების მაგისტრანტ ნუცა ცინარიძის ნაშრომში ,,პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი,, აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესის ეფექტიანობისთვის, მოსწავლეთა გასააქტიურებლად და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნა და გამოყენება. სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს, შექმნას სწავლების განსხვავებული სტილი, შექმნას სასწავლო რესურსი და დანერგოს თანამედროვე სტილი. თემის მიზანია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის ასამაღაღლებლად ინტერაქტიული პრეზენტაციის, როგორც სასწავლო მეთოდის, შექმნის ეფექტიანი ონლაინპლატფორმების შერჩევა, რეკომენდაციების შეთავაზება ონლაინპრეზენტაციის გამოსაყენებლად. კვლევის ამოცანების შესაბამისად შერჩეული კვლევის მეთოდები განაპირობებს მიღებული შედეგების სანდოობას. კვლევის მეცნიერული სიახლეა სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნისა და გამოყენების მნიშვნელობის დასაბუთება და რეკომენდაციების შეთავაზება დასახელებული მეთოდის გამოსაყენებლად. სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს განათლების ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი მასალები, ნაშრომები, სახელმწიფო უწყების ოფიციალური მონაცემები. მასალები წარმოდგენილია რეკომენდაციების, ნიმუშების სახით, რაც ამაღლებს მის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას. ნაშრომის გამოყენება შეუძლია მასწავლებლებს, განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის პროგრამის სტუდენტებსა და ლექტორებს. ნაშრომი შედგება 2 თავის, 9 პარაგრაფის, კვლევის, დასკვნებისა და ლიტერატურის დასახელებისაგან.kaგანათლებაინტერაქტიული პრეზენტაციასასწავლო პროცესიმასწავლებლის პროფესიული განვითარებასწავლების ხარისხის ამაღაღლებაინტერაქტიული პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდიmaster thesis