თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტისამართლის სკოლახიტაშვილი, ლევანილევანიხიტაშვილი2019-10-252019-10-252019https://openscience.ge/handle/1/278ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ სწორად შერჩეული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობისა და მისი ინტერესების დაცვისაკენ. მეორე მხრივ, იმპერატიული მოთხოვნაა, რომ შერჩეული პოლიტიკა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდეს ისე, რომ გაუმართლებლად და არაპროპორციულად არ იჭრებოდეს ინდივიდის თავისუფლებაში. ქმედების მცირე მნიშვნელობა წარმოადგენს სწორედ ისეთ საკითხს, სადაც ერთმანეთს უპირიპირდება ერთი მხრივ, ინდივიდის უფლებები, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს ვალდებულებები და მოთხოვნები. ქმედების მცირე მნიშვნელობის ცნება ნაკლებადაა დამუშავებული როგორც თანამედროვე ქართულ სისხლისსამართლებრივ დოქტრინაში, ისე სასამართლო პრაქტიკაში, რაც, როგორც წესი, იწვევს მატერიალურ და პროცესუალურ პრობლემებს ქმედების კვალიფიკაციისას. კვლევის მიზნებისა და აქტუალობისთვის განხილული და გაანალიზებულია ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობა (თეორიასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების ჭრილში). განხილულია, ასევე, ქმედების მცირე მნიშვნელობის დეფინიცია, როგორც დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობიდან, ისე ცალკე აღებული ქმედება, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის იმ მოცულობის საფრთხეს, რაც პირის მიმართ აუცილებელს გახდიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.kaსაქართველოს სისხლის სამართლის ამოცანადანაშაულიქმედებაქმედების მცირე მნიშვნელობა, როგორც ქმედების შემადგენლობის გამომრიცხავი გარემოებაmaster thesis