წიკლაური, გელაBartia, AnaAnaBartiaბართია, ანაანაბართია2021-04-122021-04-122020https://openscience.ge/handle/1/2299Investments are an essential part of the modern economy. They are a key precondition for the growth, sustainability and efficiency of every country's economy. Through the inflow of direct foreign investments the production volume in the country increases, jobs are created, advanced technologies and methodologies are introduced. Due to merger of the local and foreign capital, it is possible to solve socio-economic problems such as improving education and healthcare system, reducing unemployment, implementing scientific and technological progress, which finally increases the living standards of the population. The socio-economic welfare of each country depends on the investment climate and the measures taken by governments and international organisations. The existence of strong institutions and a stable legal framework in the country contributes to the formation of a successful business environment. The Master’s work discusses the influence of investment on the development of national production, the importance of startups and their growth and development for the country’s economy. The paper rewievs the country's large investment funds and large-scale projects funded by them. The Master’s work also analyses the dynamics of investment in the country over the past decade, reviews the measures which have been implemented by the Government to promote the inflow of direct foreign investments and to support startups, and discusses the challenges facing the country.ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. ისინი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის, განვითარებისა და ეფექტიანობის ამაღლების უმთავრესი წინაპირობაა. ინვესტიციების მეშვეობით ქვეყანაში იზრდება წარმოების მოცულობა, იქმნება სამუშაო ადგილები, ხდება მოწინავე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვა. ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის შერწყმის შედეგად შესაძლებელია ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა, როგორიცაა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა, მცირდება უმუშევრობის დონე, მიმდინარეობს მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევების დანერგვა, რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. ქვეყანაში ძლიერი ინსტიტუტებისა და სტაბილური საკანონმდებლო ბაზის არსებობა განაპირობებს წარმატებული ბიზნეს გარემოს ფორმირებას. სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ინვესტიციების როლი ეროვნული წარმოების განვითარებაში, წარმოდგენილია სტარტაპ ბიზნესის არსებობისა და მისი ზრდა-განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის. მიმოხილულია ქვეყანაში არსებული მსხვილი საინვესტიციო ფონდები და მათ მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტები, გაანალიზებულია ქვეყანაში ბოლო ათწლეულის მანძილზე მოზიდული ინვესტიციების დინამიკა, სახელმწიფოს მიერ ინვესტიციების დაბანდებისა და სტარტაპების ხელშეწყობისთვის განხორციელებული ღონისძიებები და ის გამოწვევები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით დგას ქვეყნის წინაშე.kaინვესტიციების როლითანამედროვე ეკონომიკაThe role of investment in the development of national productionინვესტიციების როლი ეროვნული წარმოების განვითარებაშიmaster thesis