მაჩაიძე, ოთარამილახვარი, ოთაროთარამილახვარი2019-12-052019-12-052019https://openscience.ge/handle/1/899დიდი ხანია, რაც საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის საკმაოდ პოპულარული და გავრცელებული საშუალებაა. სასამართლოებთან შედარებით არბიტრაჟი უფრო სწრაფი, ეფექტური და მოქნილია. თანამედროვე საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი, თუმცა ამავდროულად კომპლექსური საკითხია. სასამართლოებისგან განსხვავებით, არბიტრაჟში ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად ირჩევენ როგორც ხელშეკრულებაზე, ისე საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელ სამართალს. ეს საკმაოდ პრაქტიკული და მოსახერხებელია, ვინაიდან მხარეებს შეუძლიათ მათთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი და ნაცნობი სამართალი შეათანხმონ. იმ შემთხვევაში თუ მხარეებმა არ გაითვალისწინეს ხელშეკრულებაზე გამოსაყენებელი სამართალი, მაშინ თვითონ საარბიტრაჟო ტრიბუნალს / სასამართლოს უწევს მისი დადგენა. ერთი შეხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა, თითქოს, არცთუ ისე რთული საკითხია. თუმცა, მისი დეტალური ანალიზის საფუძველზე არაერთი პრობლემური და სადავო საკითხი იკვეთება. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა ხელშეკრულებაში თავად განსაზღვრეს საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართალი, მაშინ საარბიტრაჟო ტრიბუნალი / სასამართლო პირდაპირ მათ მიერ არჩეულ სამართალს იყენებს, თუ საქმის არსიდან სხვა რამე არ გამომდინარეობს. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართალი პირდაპირ არ შეათანხმეს. ამ შემთხვევაში ჩნდება მთავარი კითხვა: რომელი სამართალი გამოიყენება საარბიტრაჟო შეთანხმებაზე? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დოქტრინასა და პრაქტიკაში დღემდე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. თანამედროვე საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში მრავალი მიდგომა არსებობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს საარბიტრაჟო ტრიბუნალი / სასამართლო საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის არარსებობის დროს.kaსაარბიტრაჟო წესისაარბიტრაჟო შეთანხმებამხარესაერთაშორისო საარბიტრაჟო წესით დავის განხილვისას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების არარსებობისასmaster thesis