შალიკაშვილი, მორისკაკაბაძე, გვანცაგვანცაკაკაბაძე2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/985დაბადებიდან, თითოეული ჩვილი ხდება იმ საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მის სწორ აღზრდასა და განვითარებაზე. ბავშვი, საკუთარი „მე“-ს განვითარებას, გარშემო მყოფ ადამიანებზე დაკვირვებითა და მათი საქციელის მიბაძვით იწყებს, რის შედეგადაც უყალიბდება ის პრინციპები და ფასეულობები, რომელთა დაცვითაც სურს წარმართოს თავისი მომავალი. არასრულწლოვნობის პერიოდი არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაწილი. არასრულწლოვნის ან მოზარდის ზოგადი ცნება არ არსებობს. ეს არის ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის პერიოდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცდილობს განმარტოს არასრულწლოვნის დეფინიცია და მიუთითებს, რომ ეს არის პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი. არასრულწლოვნებისა და მოზრდილობის პერიოდი, არის პიროვნების ჩამოყალიბების ასაკი, რომელიც დინამიკურობით, ცვალებადობით გამოირჩევა. სწორედ ამ დროს, არასრულწლოვანი აღწევს გარდატეხის ასაკს, რომელსაც, ფსიქოლოგები ახასიათებენ, როგორც პიროვნების განვითარების კრიზისულ პერიოდს, რადგან თვისებრივად იცვლება ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, მისი სხეული, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება; ეს პერიოდი გარდატეხაა ბავშვობიდან მოზრდილობაში და კრიზისულია სწორედ იმიტომ, რომ პირი უკვე აღარაა ბავშვი, მაგრამ არც - მოზრდილი. სწორედ ამ დროს, პიროვნებაში ხდება ღირებულებების გადაფასება, საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის ჩამოყალიბება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. თუმცა, ამ ასაკთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მოზარდი თავისი მომავლის განჭვრეტისას, მხოლოდ სასურველ შედეგზეა ორიენტირებული და არა იმ გზებსა თუ საშუალებებზე, რომლებიც აუცილებელია საბოლოო მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ხდება იმ მატერიალური ნორმებიდან გადახრა, რომლებიც დადგენილი და გაბატონებულია ამა თუ იმ საზოგადოებაში, რაც ჩვენს რეალობაში, თანდათან უფრო პრობლემური და აქტუალური ხდება.kaარასრულწლოვანთა დანაშაულიარასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომაქართული მართლმსაჯულების პრაქტიკაინდივიდუალური მოპყრობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისადმიmaster thesis